არღუთინ-დოლგორუკის სახლი

არღუთინ-დოლგორუკის სახლი (რუს. Дом Аргутинского-Долгорукова) — შენობა დონის როსტოვში (როსტოვის ოლქი, რუსეთი). მდებარეობს დონის როსტოვის ისტორიულ ცენტრში დიდი სადოვაიის ქუჩაზე (სახლი 10). სავაჭრო სახლი ააშენეს XIX საუკუნის ბოლოს მოდერნის სტილში. შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1][2].

არღუთინ-დოლგორუკის სახლი
რუს. Дом Аргутинского-Долгорукова
კოორდინატები 47°13′05″N 39°41′56″E / 47.218056° ჩ. გ. 39.699° ა. გ. / 47.218056; 39.699
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
ტიპი მოდერნი
მასალა აგური
გახსნის თარიღი XIX საუკუნის ბოლო
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6130039000

ისტორია რედაქტირება

საშემოსავლო სახლის პირველ სართულზე თავდაპირველად იყო განლაგეული მაღაზიები, ხოლო საცხოვრებელ სადგომს ეკავა მეორე და მესამე სართული. მაგრამ ნაციონალიზაციის შემდეგ შენობაში სხვადასხვა დროს მოხდა მრავალრიცხოვანი ხელახალი გადაგეგმვა, რომელმაც შეცვალა შინაგანი ფართობი. 1996 წელს მთავარ ფასადზე ჩატარებული იყო უპროექტო რესტავრაციის სარემონტო სამუშაოები. როსტოვის 255 წლისთავისათვის, 2004 წელს შენობა რესტავრირებული იყო სამშენებლო კომპანია „სლავიანეს“ მიერ, რაზეც მეტყველებს სამახსოვრო ტაბულა. ამ დროისათვის ყოფილ საშემოსავლო სახლში მდებარეობს მაღაზიები და ოფისები[3][2].

არქიტექტურა რედაქტირება

არღუთინ-დოლგორუკის საშემოსავლო სახლი არის სამოქალაქო არქიტექტურის ძეგლი, რომელიც XIX საუკუნის ბოლო მეოთხედშია აგებული. სამსართულიანი სასახლის არქიტექტურა შესრულულებულთა მოდერნის სტილში. შენობა შედის დონის როსტოვის მთავარი ქუჩის ისტორიული სამშენებლო კომპლექსში და გამოხატავს მის სტილისტურ მრავალფეროვნებას. გაფორმებაში ასევე გამოყენებულია კომპოზიციური ხერხები და დეკორი, რომელიც დამახასიათებელია კლასიციზმის და ბაროკოსათვის.

მეორე სართულის ფანჯრები არის მდიდრულად გაფორმებული. ხუთი ღია მართკუთხა აივანს აქვთ გამობურცული აჟურული ლითონის გალავანი. ცენტრალურ აივნის თაღის შესასვლელში არის კორინთული ორდერის ორი კოლონა. ცენტრალური ნაწილის აქცენტია შესასვლელი, რომელიც მორთულია ატლანტებით[4].

სქოლიო რედაქტირება

  1. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-09-23.
  2. 2.0 2.1 Доходный дом А.Э.Аргутинского-Долгорукова в г. Ростове-на-Дону. Шукач. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-07. ციტირების თარიღი: 2017-02-06.
  3. В центре Ростова возрождают историю. Славяне. ციტირების თარიღი: 2017-02-06.
  4. Доходный дом А.Э.Аргутинского-Долгорукова. Памятники Дона. ციტირების თარიღი: 2017-02-06.