არტიომკა (ძეგლი)
არტიომკა (რუს. Памятник «Артёмка») — სკულპტურული კომპოზიცია ტაგანროგში. შექმნილია 2010 წელს დავიდ ბეგალოვის მიერ, ივარ ვასილენკოს ლიტერატურული პერსონაჟის პატივსაცემად.
არტიომკა რუს. Памятник «Артёмка» | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′35″N 38°55′32″E / 47.2097° ჩ. გ. 38.92556° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
მოქანდაკე | დავიდ ბეგალოვი |
ტიპი | ბრინჯაო |
გახსნის თარიღი | 2010 |
აღწერა
რედაქტირებაფეხშიშველა, ქუდიანი ბიჭის, არტიომკას, ბრინჯაოს ქანდაკება დგას დაუმუშავებელ გრანიტის ქვაზე. მარჯვენა ხელში არტიომკას უჭირავს პატარა ზარდახშა, რომელიც აღწერილია ივან ვასილენკოს სადებიუტო ნაშრომში „მაგიური ზარდახშა“ (1937 წ.).
ისტორია
რედაქტირებაივან ვასილენკოს ლიტერატურული გმირის არტიომკას ძეგლი გაიხსნა ტაგანროგში 2010 წლის მაისში. იგი აღმართულია ი. ვასილენკოს სახლ-მუზეუმის შენობის წინ. ძეგლი გაიხსნა მწერლის 115 წლისთავთან დაკავშირებით.[1] ხელოვნების ბავშვთა სკოლისა და ბლონსკის სახელობის მხატვართა საბავშვო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს მწერლის ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულს წილად ხვდა ძეგლის გახსნის პატივი.[1]
ვანდალიზმი
რედაქტირება- 2010 წლის 13 სექტემბრის საღამოს უცნობმა ვანდალებმა ძეგლი კვარცხლბეკთან ერთად შემოატრიალეს და ძეგლს თავი გაუტეხეს.[2][3] ბარბაროსებს აშკარად არ ამოძრავებდათ მატერიალური სარგებელი,[4] მათ უბრალოდ თავში ურტყეს არტიომკას ქანდაკებას და დატოვეს შემობრუნებული ძეგლის მახლობლად.[5]
- 2012 წლის 27 აგვისტოს ღამეს ბარბაროსებმა ძეგლი ჩამოაგდეს კვარცხლბეკიდან.[6] უცნობი პირები აპირებდნენ ძეგლის მოპარვას, მაგრამ უცნობი მიზეზის გამო გადაიფიქრეს. ძეგლი პოლიციამ იპოვა ოფიციალური ადგილსამყოფელიდან მოშორებით, გარკვეულ მანძილზე.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Ларина Т. Артемка «прописался» в Таганроге დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. // Таганрог.su. — 2010. — 7 июня.
- ↑ Сазонова Е. Кто в ответе за Артёмку? // Таганрогская правда. — 2010. — 16 сент
- ↑ Собств. корр. В Таганроге вандалы разрушили скульптуру «Артемка» // Комсомольская правда. — 2010. — 18 сент.
- ↑ Васильев С. «Безголовые» оставили Артёмку без головы // Новая таганрогская газета. — 2010. — 18 сент.
- ↑ Васильев С. «Безголовые» оставили Артёмку без головы // Новая таганрогская газета. — 2010. — 18 сент.
- ↑ Сазонова Е. «Артёмка» ушёл, но обещал вернуться...[მკვდარი ბმული] // Таганрогская правда. — 2012. — 6 сент.
- ↑ Дикунова У. В Таганроге вандалы разрушили памятник Артемке დაარქივებული 2018-07-12 საიტზე Wayback Machine. // 161.ru. — 2012. — 10 сент.