არტემ ვოლინსკი
არტემ პეტრეს ძე ვოლინსკი (რუს. Арте́мий Петро́вич Волы́нский; დ. 1689 — გ. 27 ივნისი, 1740, პეტერბურგი) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, გენერალ-ადიუტანტი (1718).
არტემ ვოლინსკი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1689[1] [2] [3] [4] [5] |
გარდაცვალების თარიღი | 27 ივნისი, 1740[3] |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[6] |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
მამა | Pyotr Volynsky |
მეუღლე/ები | Aleksandra Naryshkina |
შვილ(ებ)ი | Mariya Volynskaya |
1704 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო. 1717–1718 წლებში ხელმძღვანელობდა რუსეთის საგანგებო ელჩობას ირანში, რომლის დროსაც ურთიერთობა დაამყარა ქართველ და სომეხ მოღვაწეებთან. 1719–1724 წლებში იყო ასტრახანის გუბერნატორი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1722–1723 წლებში პეტრე I-ის კასპიისპირეთის ლაშქრობის მომზადებასა და განხორციელებაში. მხარს უჭერდა რუსეთის არმიის და ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის ჯარის შეერთებისა და ირანში ლაშქრობის გეგმას.
1725-1730 წლებში ვოლინსკი ყაზანის გუბერნატორი იყო (ხანგამოშვებით), 1738 წლიდან — კაბინეტ-მინისტრი და იმპერატორ ანა ივანეს ასულის უახლოესი თანამშრომელი. ცდილობდა შეესუსტებინა ბარონ ბირონის გავლენა სასახლის კარზე, რისთვისაც გარს შემოიკრიბა რუს თავადაზნაურთა წრე, შეადგინა რუსეთის სახელმწიფო მოწყობის რეფორმის პროექტი. 1740 წელს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.
ვოლინსკის ირანში ელჩობის მასალებში, კერძოდ, მის თხზულებაში „სპარსეთის აღწერა“, არის საინტერესო ცნობები საქართველოს შესახებ. ქართველების სამხედრო პოტენციალის დახასიათებისას იგი აღნიშნავს, რომ ქართველ ცხენოსანთა ლაშქარი, როგორც წესი, გამარჯვებული გამოდის ირანელთა მრავალრიცხოვან ჯართან შეტაკების დროს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- Рудаков В. Е., Волынский, Артемий Петрович, Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона, т. VII, СПб., 1892. — с. 125—127.
- Пайчадзе Г. Г., Русско-грузинские отношения в 1725–1735 годах, Тб., 1965.
- Бушев П. П. Посольство Артемия Волынского в Иран в 1715—1718 гг. (по русским архивам), М., 1978.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Faceted Application of Subject Terminology
- ↑ Pas L. v. Genealogics — 2003.
- ↑ NUKAT — 2002.
- ↑ Sapere Encyclopedia — De Agostini Editore, 2001.
- ↑ Волынский Артемий Петрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.