არტემ სოლომონის ძე ვართანოვი (რუს. Артемий Соломонович Вартанов; დ. 15 თებერვალი, 1855, თბილისი, — გ. 25 ოქტომბერი, 1937, ბანია-ლუკა, ახლანდ. ბოსნია და ჰერცეგოვინა) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1913), წარმოშობით თბილისელი სომეხი.

დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი, მიხეილის საარტილერიო აკადემია (1875). 1872 წლიდან მსახურობდა საარტილერიო ნაწილებში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომში. 1898–1904 წლებში მეთაურობდა კავკასიის არმიის საარტილერიო პოლკს, 1907–1908 — მე-16 საარტილერიო ბრიგადას. 1907 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის, 1913 წელს — გენერალ-ლეიტენანტის წოდება. I მსოფლიო ომის დროს, 1915–1916 წლებში იყო მე-14 საარტილერიო კორპუსის ინსპექტორი, შემდეგ — I არმიის არტილერიის ინსპექტორი. რუსეთის სამოქალაქო ომის წლებში იყო სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბში. 1920 წლიდან ემიგრაციაში იყო იუგოსლავიის სამეფოში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგიტიძე მ., ვართანოვი, არტემ // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 175.
  • Волков С.В. Генералитет Российской империи: Энциклопедический словарь генералов и адмиралов от Петра I до Николая II, в 2-х т. Центрполиграф: Москва, 2009.