არტავაზი (მთა)
მთა სომხეთში
არტავაზი (სომხ. Արտավազ) — მთა სომხეთში. მდებარეობს კოტაიქის პროვინციაში, სოფელ არტავაზის სიახლოვეს. მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 2929 მეტრია და წარმოადგენს პამბაკის ქედის ერთ-ერთ ცენტრალურ მწვერვალს. გააჩნია იშვიათი ნახევრადწრიული ფორმა. მთის ტერიტორია გამოცხადებულია ბიოლოგიურ ბუნების ძეგლად - „არტავაზის მთის რელიქტური ცირკი“. მთის ძირში გაშენებულია ამავე სახელწოდების სოფელი. საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკებზე მწვერვალი აღნიშნულია ქეროღლის სახელწოდებით[1].
არტავაზი | |
---|---|
არტავაზი ხედი მწვერვალიდან | |
კოორდინატები: 40°39′16″ ჩ. გ. 44°35′35″ ა. გ. / 40.65444° ჩ. გ. 44.59306° ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი |
სიმაღლე | 2929 მ |
ქედი | პამბაკის ქედი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არტავაზის მთა დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Հայաստանի Հանրապետության ֆիզիկակաաշխարհագրական օբյեկտների համառոտ տեղեկատու-բառարան, Գեոդեզիայի և քարտեզագրության կենտրոն ՊՈԱԿ, 2007, Երևան։