ტერმინს „არსენალი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არსენალი (მრავალმნიშვნელოვანი).

არსენალი — უბანი თბილისში (ჩუღურეთის რაიონი), ჩუღურეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მთაზე („არსენალის მთა“), რკინიგზის გადაღმა.

ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“

უბანი წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 1870 წელს სამხედრო არსენალის ღუნიბის მოედნიდან მტკვრის მარცხენა მხარეს, ჩუღურეთში გადატანის შემდეგ ამ უბანს „არსენალი“ ეწოდა. დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. არსენალმა, როგორც სამხედრო დაწესებულებამ, XX საუკუნის 30-იან წწ.-მდე იარსება, თუმცა ტოპონიმი დღემდეა შემორჩენილი. საბჭოთა პერიოდში აქ სამხედრო ნაწილი იყო განთავსებული.

საბჭოთა კავშირის დაშლის (1991) შემდეგ არსენალის ტერიტორია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. 2008 წ. მოხდა ტერიტორიის ნაწილის პრივატიზება. დაახლოებით, 78 ჰა შეიძინა „კალა კაპიტალის“ (დამფუძნებელი კახა კალაძე) შვილობილმა კომპანიამ „არსენალ დეველოპმენტი“, რომელიც გეგმავდა ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსის „არსენალი სიტის“ შექმნას.

ლიტერატურა

რედაქტირება