არპელისტოკი
არპელისტოკი (გერმ. Arpelistock) — მთა ბერნის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ბერნისა და ვალეს კანტონების საზღვარზე. მიეკუთვნება ვილდჰორნის მასივს და აღმართულია ზანეტეჩის უღელტეხილსა და ვილდჰორნის მწვერვალს შორის.
არპელისტოკი | |
---|---|
კოორდინატები: 46°20′37″ ჩ. გ. 7°18′55″ ა. გ. / 46.34361° ჩ. გ. 7.31528° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 3035 მ |
ქედი | ბერნის ალპები |
ჩრდილოეთი კალთა დაფარულია გელტენის მყინვარით.