არმენ ხოსტიკიანი (Արմեն Խոստիկյան; დ. 22 მაისი, 1929, ერევანი — გ. 22 ივლისი, 2003, იქვე) — სომეხი მსახიობი. სომხეთის სსრ სახალხო არტისტი (1984). მოვსეს ხორენაცის მედლის მფლობელი (2000). აშოტ კაზარიანთან ერთად იღებდა კომიკურ სცენებს.

არმენ ხოსტიკიანი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 22 მაისი, 1929
დაბ. ადგილი ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 22 ივლისი, 2003 (74 წლის)
გარდ. ადგილი ერევანი, სომხეთი
საქმიანობა მსახიობი, კომიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ერევანში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიატოვა. 1947-1951 წლებში სწავლობდა ერევნის სამხატვრო და თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე (არმენ გულაკიანის კურსი). სტუდენტობის წლებში თამაშობდა პარსიღის როლს „დანგრეულ კერაში“, თუმანსკის როლს „მაშენკაში“, ლაუნსის როლს „ვერონას ორ დიდებულში“.

1951 წლიდან მუშაობა დაიწყო ერევნის სუნდუკიანის სახელობის თეატრში .

1990-იან წლებში ჩამოაყალიბა მცირე სამსახიობო ჯგუფი და გამოვიდა დედაქალაქში და მის ფარგლებს გარეთ.

არმენ ხოსტიკიანის პიესა „აბელიკის თავგადასავალი“ 1981 წელს დაიდგა ერევნის სუნდუკიანის ეროვნულ აკადემიურ თეატრში.

თამაშობდა სომხურ კინოში და ტელეთეატრში. დასამახსოვრებელია „ოქროს ხარი“, „ორკესტრის ბიჭები“ და სხვა ფილმები. ორ ათეულ წელზე მეტი ის საახალწლო სატელევიზიო გადაცემების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გმირი იყო.

1984 წელს მიენიჭა სომხეთის სსრ სახალხო არტისტის წოდება. 1987 წელს მან შექმნა თეატრის სტუდია „პიუნიკი“. 2000 წელს დაჯილდოვდა „მოვსეს ხორენაცის“ მედლით.

გარდაიცვალა ერევანში 2023 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება