არმენ დარბინიანი (სომხ. Արմեն Դարբինյան; დ. 23 იანვარი, 1965, გიუმრი, სომხეთის სსრ) — სომეხი პოლიტიკოსი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი 1998-1999 წლებში.

არმენ დარბინიანი
Արմեն Դարբինյան
არმენ დარბინიანი Արմեն Դարբինյան
სომხეთის მე–6 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 აპრილი 1998 – 11 ივნისი 1999
წინამორბედირობერტ ქოჩარიანი
მემკვიდრევაზგენ სარქისიანი

დაბადებული23 იანვარი, 1965
გიუმრი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
მოქალაქეობასომხეთი
ეროვნებასომეხი
რელიგიასომხური სამოციქულო

ბიოგრაფია

რედაქტირება

არმენ დარბინიანი დაიბადა 1965 წლის 23 იანვარს, გიუმრიში. უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვში, რის შემდეგაც კვლავ მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნდა.

1994-1997 წლებში არმენ დარბინიანს მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკში, ხოლო 1997 წელს ის გახდა სომხეთის ფინანსთა მინისტრი.

1998 წლის 10 აპრილს არმენი რობერტ ქოჩარიანის ნაცვლად დამოუკიდებელი სომხეთის რიგით მე-6 პრემიერ-მინისტრი გახდა. მან ეს თანამდებობა შეინარჩუნა 1999 წლის 11 ივნისამდე. ამის შემდეგ, ის გახდა სომხეთის ეკონიმიკის მინისტრი, მაგრამ 2000 წელს ეს თანამდებობაც დატოვა. არმენ დარბინიანი 2001 წლიდან არის რუსულ-სომხური უნივერსიტეტის რექტორი.

არმენ დარბინიანი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და არც არასდროს ყოფილა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება