არმან იპოლიტ ლუი ფიზო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არმან იპოლიტ ლუი ფიზო (ფრანგ. Armand Hippolyte Fizeau; დ. 23 სექტემბერი, 1819, პარიზი — გ. 18 სექტემბერი, 1896,პარიზი) — XIX საუკუნის ფრანგი ფიზიკოსი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

არმან იპოლიტ ლუი ფიზო
ფრანგ. Hippolyte Fizeau
დაბ. თარიღი 23 სექტემბერი, 1819(1819-09-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი პარიზი[11]
გარდ. თარიღი 18 სექტემბერი, 1896(1896-09-18)[1] [2] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (76 წლის)
გარდ. ადგილი château de Venteuil
მოქალაქეობა საფრანგეთი[12]
საქმიანობა ფიზიკოსი, ასტრონომი, ინჟინერი, daguerreotypist[13] და ფოტოგრაფი
ალმა-მატერი პარიზის სტანისლასის კოლეჯი
ნათესავ(ებ)ი Adrien-Henri de Jussieu
ჯილდოები რუმფორდის მედალი[14] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[15] და 72 names on the Eiffel Tower[16]

ბიოგრაფია

რედაქტირება

XIX საუკუნის ფრანგი ფიზიკოსი, საფრანგეთისა და ინგლისის მეცნიერებათა აკადემიის წევრი იპოლიტ ფიზო დაიბადა პარიზში 1819 წლის 23 სექტემბერს სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორის ოჯახში. ფიზიკურად სუსტ ფიზოს მშობლები სამედიცინო კარიერისთვის ამზადებდნენ, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ უმაღლეს სასწავლებელში მეცადინეობა დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვდა, რასაც მათი შვილი ვერ შეძლებდა, ამიტომ ჭაბუკ იპოლიტს თავისი გემოვნებითა და ინტერესებით სწავლის უფლება მისცეს. ავადმყოფობის მიუხედავად, ფიზოს შრომა შეუყვარდა. იგი ისმენდა დ. არაგოს ლექციებს ასტრონომიაში, ვ. რენიოს ლექციებს — ოპტიკაში, სწავლობდა ლითოგრაფიას და ამით არა მარტო გაიღრმავა თავისი ცოდნა არამედ საკუთარი თავი სამეცნიერო-კვლევის მუშაობასაც მიაჩვია. 19 წლის ფიზო დაინტერესდა დაგეროტიპიით — ფოტოგრაფიის პირველი სახით და თავისი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში. შემოიღო ქლოროვანი ოქროსა და ვერცხლის ფენის ბრომირება. ფიზომ პირველმა დაამუშავა ხერხი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა მბრწყინავი გამოსახულების მიღება მცირე ექსპოზიციის დროსაც კი. დაგეროტიპიის საკითხებზე მუშაობის დროს ფიზო დაუახლოვდა ფრანგ ფიზიკოსს ლეონ ფუკოს და არაგოს ხელმძღვანელობით ერთობლივი მუშაობა დაიწყეს ექსპერიმენტულ ფიზიკაში.

იპოლიტ ფიზოს აღმოჩენები

რედაქტირება

1846-1847 წლებში პარიზში ფიზომ და ბერლინში კ.კნობლაუხმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს სითბური სხივების დიფრაქცია. მათ შენიშნეს,რომ სითბოს გამტარი მყარი სხეულის ჩრდილში ტემპერატურამ აიწია, ჩრდილის ნააპირზე კი დაიწია. ქრომატულ პოლარიზაციაზე თხელი ფირფიტების საშუალებით დაკვირვების დროს ფიზომ და ფუკომ აღმოაჩინეს სითბოს ინტენსიურობისთვის ისეთივე განაწილება, როგორც სინათლის ინტენსიურობისთვის. ამ ცდების საფუძველზე 1947 წლის დამლევს ფიზომ გამოთვალა ინფრაწითლი სხივის ტალღის სიგრძე და მზის სპექტრის ინფრაწითელ ნაწილში აღმოაჩინა ფრაუნჰოფერის ხაზები.

იპოლიტ ფიზოს ცდები

რედაქტირება

შემდეგი ცდებით ფიზომ დაადგინა, რომ ბრტყელპარალელური და მოძრავი მინის ფირფიტაში სინათლის სხივის გატარებით მიღებული პოლარიზაციის სიბრტყის ბრუნვა დამოკიდებული იყო დედამიწის ბრუნვაზე. მთელი ექსპერიმენტების განმავლობაში ფიზოს თანსდევდა სინათლის სიჩქარის გაზომვის იდეა. ხუთი წლის დაძაბული შრომის შედეგად ფიზომარაგოს მეთოდით გაზომა სინათლის სიჩქარე ჰაერში და მიიღო 298500 კმ/წმ. ფიზომ გაზომა ის დრო, რომელიც დასჭირდა სინათლის სხივს მონმარტსა (პარიზი) და მისი გარეუბნის ქალაქ სიურენს შორის მანძილის აქით-აქეთ გავლას. მან ანალოგიური ცდები ჩაატარა სხვა გამჭვირვალე გარემოშიც და ამ გზით გარემოს გავლენა სინათლის სიჩქარეზე. ეს იყო სინათლის სიჩქარის პირველი ექსპერიმენტული გაზომვა დედამიწის ზედაპირზე.

1848 წელს ფიზომ გაზომა ელექტროდენის სიჩქარე სხვადასხვა გამტარებში, სხვადასხვა კვეთის პირობებში და დაასკვნა, რომ ასეთ გამტარებში დენის სიჩქარე სხვადასხვაა. ფიზომ და ფუკომ 1846 წელს დაამზადეს იმდროისათვის უაღრესად ზუსტი თერმომეტრი. ამ თერმომეტრის საშუალებით მათ დაამტკიცეს, რომ სითბური და სინათლის ენერგიების მაქსიმუმი და მინიმუმი ერთმანეთს თანხვდება. მათ პირველებმა გამოსცეს მზის პრიზმულ სპექტრში სითბური ენერგიის განაწილების მრუდი. ყველა ზემოჩამოთვლილ ცდებს ფიზო საკუთარ ხარჯზე ასრულებდა. 1865-1867 წლებში ფიზოპარიზის პოლიტექნიკური სკოლის პროფესორია. იპოლიტ ფიზო გარდაიცვალა 1896 წლის 18 სექტემბერს პარიზში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 205-209
  • Физо, Ипполит // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Храмов Ю. А. Физо Арман Ипполит Луи (Fizeau Armand Hippolite Louis) // Физики: Биографический справочник / Под ред. А. И. Ахиезера. — Изд. 2-е, испр. и дополн. — М.: Наука, 1983. — С. 277. — 400 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. Léonore databaseministère de la Culture.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Luminous-Lint — 2005.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  9. 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  10. 10.0 10.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  11. Физо Арман Ипполит Луи // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. RKDartists
  13. Union List of Artist Names — 2021.
  14. https://royalsociety.org/grants-schemes-awards/awards/rumford-medal/
  15. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 123.
  16. https://www.toureiffel.paris/fr/le-monument/tour-eiffel-et-sciences