არლის რესტორნის ინტერიერი
არლის რესტორნის ინტერიერი — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული ზეთის საღებავებით ტილოზე, არლში 1888 წლის აგვისტოს მიწურულს.
არლის რესტორნის ინტერიერი | |
---|---|
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1888 |
კატალოგი | F549a და JH1573 |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 65.5 |
სიგანე | 81.0 |
მუზეუმი | პირადი კოლექცია |
ნახატის დათარიღება დიდ სიძნელეს წარმოადგენდა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ის ვან გოგის არც ერთ წერილში არაა ნახსენები.[1] პიერ ლეპროჰონმა ის 1888 წლით დაათარიღა, ეს არის პერიოდი, როდესაც ვან გოგმა მზესუმზირების სერია შექმნა, და ეს სავსებით მისაღებიც იყო. ამ პროცესშ მონაწილეობას მიიღო იან ჰულსკერმაც,[2] ვინსენტის მოსწავლემ. ამ თემატიკაზე ვინსენტმა რამდენიმე ნამუშევარი შექმნა, მათგან ერთ-ერთია კარელის რესტორნის ინტერიერი არლში, დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა, რომ ნახატი დახატული იყო კარელის რესტორანში, თუმცაღა იაკობ ბაარტ დე ლა ფაილეს თქმით ნახატი შესრულებულია პატარა კაფეში ყვითელ სახლთან ახლოს.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ See www.vangoghletters.org
- ↑ Hulsker p. 356
- ↑ De La Faille p. 232