არკინარეთის ყველაწმინდის ეკლესია
არკინარეთის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ არკინარეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ეკლესია დგას ბორცვზე. ნაგებია სხვადასხვა ზომის ფიქალით, ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშაა. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. ინტერიერში მიწის დონე აბსიდის სარკმლამდე აღწევს, ამდენად, შესასვლელი არ ჩანს. დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშაა. იატაკი სავსეა ჩამონაშალი ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 11