არკადი როტენბერგი

არკადი რომანის ძე როტენბერგი (რუს. Аркадий Романович Ротенберг; დ. 15 დეკემბერი, 1951, ლენინგრადი, რსფსრ, სსრკ) — წარმოშობით ებრაული, რუსი ბიზნესმენი და მილიარდერი. რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი და ფიზიკური კულტურის დამსახურებული მუშაკი[2], პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. წვრთნის პროცესის მართვისა და ორგანიზების განხრით, 30-ზე მეტი სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია[2][3]. რუსეთის ფედერაციის შრომის გმირი (2020). რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოესი მეგობარია[4].

არკადი როტენბერგი
მშობლიური სახელი რუს. Аркадий Романович Ротенберг
დაბადების თარიღი 15 დეკემბერი, 1951 (1951-12-15) (73 წლის)
ლენინგრადი, რსფსრ, სსრკ
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
საქმიანობა ბიზნესმენი, მილიარდერი, ბანკირი (SMP Bank)
შვილ(ებ)ი იგორი, პავლე, ლილია, ვარვარა და არკადი როტენბერგები
სუფთა მოგება US$2.7 მილიარდი (2021 წლის თებერვალი)[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

განათლება

რედაქტირება

1978 წელს, პ.ფ. ლესგაფტის სახელობის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა[2].

პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. 2014 წელს, არკადი როტენბერგის ნაშრომებში პლაგიატი აღმოაჩინეს[5], დისერტაციების ტექსტების ნაწილი დაკოპირებული იყო ავტორის მითითების გარეშე[6].

პირველი მეუღლე — გალინა, რომლისგან ჰყავს ორი ვაჟი (პავლე და იგორი) და ერთი ქალიშვილი (ლილია)[7]. 2005-2013 წლებში ჰყავდა მეორე მეუღლე ნატალია, რომელიც არკადი როტენბერგზე 30 წლით უმცროსია. ყოფილი მეუღლე, მათ საერთო შვილებთან (ვარვარა და იგორი) ერთად გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს[8].

ქალიშვილი — ლილია როტენბერგი (17.04.1978), სამედიცინო განათლება აქვს მიღებული, ბერლინის სამედიცინო კლინიკის, Vitalis-medical-ის მფლობელია.

ვაჟი — იგორ როტენბერგი (დ. 1973), 2004 წლიდან სს „რუსეთის რკინიგზის“ საკუთრების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, 2004 წლამდე რუსეთის საკუთრების საკითხების სამინისტროს, წარმოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი[9][10], 2010 წლიდან, ღია სააქციო საზოგადოება „თბოენერგეტიკული კომპანია მოსენერგოს“ დირექტირთა საბჭოს თავმჯდომარე[11]. 2014 წლიდან — შპს „Газпром бурение“-ს დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელია[12].

ვაჟი — პავლე როტენბერგი (დ. 2000), "Brookings Blizzard-ის ჰოკეის მოთამაშეა (ბრუკინგსი, სამხრეთ დაკოტა, აშშ)[13][14].

ძმა — ფინეთის მოქალაქე[15] ბორის როტენბერგი (დ. 1957), რუსი ბიზნესმენი, რუსეთის ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბანკ „Северный морской путь“-ის თანამფლობელი.

ძმისშვილი — ფინეთის მოქალაქე, რომან როტენბერგი (დ. 1981), იგივე მაიკლ ოლივერ როტენბერგი — 2009 წლიდან — რუსეთის მოქალაქე[16]. რუსეთის ჰოკეის ფედერაციის პორველი ვიცე-პრეზიდენტი, 2011 წლიდან, ჰოკეის კლუბ „СКА“-ს მარკეტინგისა და განვითარების ვიცე-პრეზიდენტი[17].

ძმისშვილი — რუსეთისა და ფინეთის მოქალაქე ბორის როტენბერგი (დ. 1986), ფეხბურთელი. 2011 წლიდან, საფეხბურთო კლუბ მოსკოვის „დინამოს“ მოთამაშეა[18]. 2006-2010 წლებში, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის” ფეხბურთელი იყო. 2016 წლიდან — მოსკოვის საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის ფეხბურთელია[19].

 
კონტინენტური ჰოკეის ლიგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გენადი ტიმჩენკო (მარცხნივ) და მოსკოვის ჰოკეის კლუბ „დინამოს” პრეზიდენტი არკადი როტენბერგი, ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საბჭოს სხდომაზე. 2015.
 
მეგობრობის ორდენით დაჯილდოება. მოსკოვი. კრემლი. 2012.

არკადი როტენბერგი 12 წლამდე აკრობატიკით იყო გატაცებული.

1964 წელს, მწვრთნელ ანატოლი რახლინთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად ჯგუფში, ჭიდაობაში ვარჯიში დაიწყო (სამბო, შემდეგ ძიუდო).

ლენინგრადის სპორტულ კლუბებში, 15 წელზე მეტი, ძიუდოსა და სამბოს მწვრთნელად მუშაობდა.

1990-იანი წლების დასაწყისში პუტინს ეხმარებოდა, რომელიც მაშინ სანქტ-პეტერბურგის მერიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ერთად ვარჯიშობდნენ ჯიუდოში, ხოლო შეჯიბრებებზე ერთანეთის სპარინგ-პარტნიორებად გამოდიოდნენ.

1998 წლიდან — ვლადიმერ პუტინის იდეით და გენადი ტიმჩენკოსთან ერთობლივად შექმნილი სანქტ-პეტერბურგის ძიუდოს კლუბ „Явара-Нева”-ს გენერალური დირექტორია, რომლის საპატიო პრეზიდენტია ვლადიმერ პუტინი.

2015 წლის 21 აგვისტოს, რუსეთის ჰოკეის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს[20].

2016 წელს, იმ 100-ზე მეტ ადამიანთა რიცხვში მოხვდა, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვ. პუტინმა მადლობა გადაუხადა „სპორტისა და ფიზიკური კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის”, და ასევე „სამამულო ჰოკეის განვითარების უდიდესი წვლილისთვის”[21].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Arkady Rotenberg – Profile. Forbes (2021-02-01). ციტირების თარიღი: 2021-02-01
  2. 2.0 2.1 2.2 Ротенберг Аркадий Романович // Личное дело // Коммерсантъ.
  3. Интервью Аркадия Ротенберга: «Никто не может сказать, что я кого-то унизил, у кого-то что-то отнял» // Коммерсантъ, Ъ-Online, 28.04.2010.
  4. РОТЕНБЕРГ Аркадий Романович - биография, новости, фото, дата рождения, пресс-досье. Персоналии ГлобалМСК.ру.. ციტირების თარიღი: 2021-01-30.
  5. Ирина Малкова, Иван Васильев. (2013-06-03) Диссергейт: насколько честно получали ученые степени российские миллиардеры?. ციტირების თარიღი: 2021-02-06.
  6. Ольга Адамчук. (2014-04-09) Банковские заимствования. ციტირების თარიღი: 2021-02-06.
  7. Жена Аркадия Ротенберга
  8. Бывшая жена Аркадия Ротенберга подала на экс-супруга в Лондонский суд — РБК, 06.08.2015
  9. Ъ-Газета — В РЖД готовится президентское правление
  10. Активам РЖД нашли начальника
  11. Ротенберги приобрели долю в подрядчике «РусГидро» // Газета «РБК daily» от 25.07.2012
  12. Ведомости (2014-10-31). „Семейная сделка“. ციტირების თარიღი: 2018-06-08.
  13. Павел Ротенберг, нападающий — Sports.ru
  14. Ерыкалов, Дмитрий. „Все потеряли сына Аркадия Ротенберга. Он нашёлся в Америке“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-11-08.
  15. «Новая газета», 08.02.2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-11. ციტირების თარიღი: 2017-09-10.
  16. Указ Президента Российской Федерации от 24.03.2009 № 312 «О приёме в гражданство Российской Федерации»
  17. Роман Ротенберг на официальном сайте ХК СКА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-29. ციტირების თარიღი: 2012-12-23.
  18. "Официальный сайт Футбольного Клуба «Динамо Москва»[მკვდარი ბმული]თარგი:Недоступная ссылкаთარგი:Мёртвая ссылка
  19. Борис Ротенберг – в «Локо». Официальный сайт ФК «Локомотив» (Москва) (2016-08-31). ციტირების თარიღი: 2016-12-15.
  20. Нургалиев, Ротенберг и Тимченко вошли в состав правления ФХР. Интерфакс (2015-08-21).
  21. Официальный интернет-портал правовой информации. publication.pravo.gov.ru. ციტირების თარიღი: 2016-09-21.[მკვდარი ბმული]