არკადი ვართაპეტოვი

არტაშეს (არკადი) იაკობის ძე ვართაპეტოვი (დ. 20 იანვარი, 1894, ბაქო, — გ. 10 მაისი, 1987, თბილისი) — საქართველოში მოღვაწე დერმატოლოგი, ეროვნებით სომეხი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962).

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1919). 1952 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დერმატოლოგიურ განყოფილებას. იკვლევდა ნეიროგენულ-ალერგიული დერმატოზების, კანის ინფექციური დაავადებების საკითხებს, კანის პათოლოგიისა და ენდოკრინოლოგიური პრობლემების ურთიერთკავშირს და სხვ.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • К клинической симптоматологии пеллагры, Тфл., 1934.
  • Патология кожи и внутренняя секреция, Тфл., 1935 (თანაავტ.).
  • Современные основы иммунотерапии глубоких форм стафилодермии, Тб., 1971.
  • Чесотка, Тб., 1973.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვართაპეტოვი, არკადი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 175.