არშაველ შენგელია
(გადამისამართდა გვერდიდან არიკ შენგელია)
არშაველ (არიკ) ფილიპეს ძე შენგელია (დ. 1938 — გ. 27 სექტემბერი, 1993) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ჟიული შარტავას მოადგილე და მინისტრთა საბჭოს სამდივნოს წევრი (1993).[1] სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზური სეპარატისტული დაჯგუფების წევრებმა ტყვედ აიყვანეს მინისტრთა საბჭოს შენობიდან და დახვრიტეს.[2] მისი ნეშტის იდენტიფიცირება და თბილისში გადმოსვენება მოხდა 2017 წელს. გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (2018).[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაბრუნება სოხუმიდან 24 წლის შემდეგ. რადიო თავისუფლება, RFE/RL. ოქტომბერი 17, 2017.
- ↑ გენოციდი: სოხუმი, სოხუმის რაიონი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტმა მამია ალასანიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და 9 მებრძოლი ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა[მკვდარი ბმული]. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი, 05.02.2018.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |