არიზონის კრატერი (ინგლ. Meteor Crater), ბერინჯერის კრატერი (ინგლ. Barringer Crater), ეშმაკის კანიონის მეტეორული კრატერი (ინგლ. Canyon Diablo Crater) — დარტყმითი კრატერი აშშ-ში, არიზონას შტატში. მდებარეობს ქალაქ ვინსლოუს დასავლეთით 30 კმ-თა და ქალაქ ფლაგსტაფის აღმოსავლეთით 69 კმ-ის დაშორებით. წარმოიქმნა მეტეორის დაცემის შედეგად და წარმოადგენს 1219 მეტრი დიამეტრის მქონე ღრმულს, რომლის ზვინულები 46 მეტრითაა ამოწეული დედამიწის ზედაპირიდან.

კრატერი
არიზონის კრატერი
Meteor Crater
ქვეყანა აშშ
რეგიონი არიზონის შტატი
მონაცემები
დიამეტრი 1219 მ
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი Canyon Diablo
მდებარეობა
35°01′41″ ჩ. გ. 111°01′24″ დ. გ. / 35.02806° ჩ. გ. 111.02333° დ. გ. / 35.02806; -111.02333
Map
არიზონის კრატერი ვიკისაწყობში

კრატერის წარმომავლობა

რედაქტირება

კრატერი წარმოიქმნა დაახლოებით 50 ათასი წლის წინ, როდესაც მას 50 მეტრიანი მეტეორი 45-60 ათასი კმ/სთ სიჩქარით დაეცა. დაცემისას გამოწვეული აფეთქება უტოლდებოდა ტროტილის ექვივალენტის 20 მეგატონს[1].

კვლევის შედეგად კრატერის ირგვლივ გამოვლინდა დაახლოებით 15 ტონა მეტეორიტული ფერონიკელი[2].

აღმოჩენისა და კვლევის ისტორია

რედაქტირება
 
კრატერის ფსკერზე ბურღვის ადგილი

კრატერის ადგილმდებარეობის შესახებ იცოდნენ ადგილობრივმა ინდიელებმა, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის იყენებდნენ მეტეორიტის ლითონის ფრაგმენტებს. ადგილობრივ ტომებში შემორჩენილია უამრავი ლეგენდა და თქმულება, რომელიც დაკავშირებულია ახლომდებარე ადგილთან. მათთვის ისინი წმინდა ადგილებად ითვლებიან. კრატერის არსებობა მეცნიერებმა მხოლოდ 1871 წელს, სამხედრო ტოპოგრაფიული კვლევის დროს შეიტყვეს. წლების მანძილზე კრატერი, მეზობელი ვულკანების ნაშთების ანალოგიით შეცდომით იყო იყო იდენტიფიცირებული, როგორც ვულკანური კრატერი.

1902 წელს ფილადელფიის სამთო ინჟინერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ეს გიგანტური კრატერი მეტეორიტის დარტყმის შედეგად წარმოიქმნა. მან შეიძინა მიწა, სადაც მდებარეობდა კრატერი და სწრაფად დაიწყო ბურღვა მის ფსკერზე, რადგან დარწმუნებული იყო, რომ თავად იპოვნიდა რკინით, ნიკელითა და პლატინით მდიდარ მეტეორიტს. ბარინგერმა 26 წელი დადო მეტეორიტის ძიებაში და სხვების დარწმუნებაში, რომ მისი კრატერი მეტეორიტის წარმოშობისა იყო.

თუმცა, ბურღვა უსარგებლო აღმოჩნდა (მოგვიანებით მეცნიერთა შეფასებებმა აჩვენა, რომ მეტეორიტი თითქმის მთლიანად უნდა აორთქლებულიყო ატმოსფეროში დედამიწასთან შეჯახებისას). თავისი სიცოცხლის განმავლობაში ბარინგერმა ცალსახად ვერ დაუმტკიცა სამეცნიერო საზოგადოებას კრატერის წარმოშობის ბუნება. მისი მიღწევები მხოლოდ ოცდაათი წლის შემდეგ იქნა აღიარებული, როდესაც არიზონას კრატერის მეტეორიტის წარმოშობის დამაჯერებელი მტკიცებულება წარმოადგინა, კომეტებისა და მეტეორიტების მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ექსპერტმა ევგენი შუმეკერმა.

1906 წელს დანიელ ბარინგერის[3] და მისი პარტნიორის ბენჯამინ ჩუ ტილგმანის[4] ნაშრომის გამოჩენასთან, დაკავშირებულია მეცნიერული მიდგომის დასაწყისი დედამიწაზე მეტეორიტის ზემოქმედების მახასიათებლების შესასწავლად[5].

არიზონას კრატერი არიზონას შტატის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. მას ყოველდღიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. ტურისტების მოსაზიდად, ადგილობრივები რეგულარულად ავრცელებენ ინფორმაციებს კრატერის ირგვლივ ჰაერში მოციმციმე ნათებებსა და იდუმალ გეომაგნიტურ ანომალიებს.

კრატერის ნაპირზე განთავსებულია მუზეუმი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Кулик Л. А. Рудничные работы в Метеоритном кратере Аризоны // «Мироведение». — 1925. — Т. 14, № 1. — С. 119.
  • Кулик Л. А. Гигантские метеориты // Вестник знания. — 1927. — № 22. — С. 1345—1354.
  • Кулик Л. А. Чем ценны метеориты // Хочу всё знать. — 1928. — № 6. — С. 176—177.
  • Воронцов-Вельяминов Б. А. Очерки о Вселенной. — 8-е изд., перераб. — М.: «Наука», 1980. — С. 327—332. — 672 с.
  • Smith, Dean. The Meteor Crater Story. — Meteor Crater Enterprises, Inc., 1996. — 79 p.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Smith D. Collision! // The Meteor Crater story. Flagstaff: Meteor Crater ent., 1996. P. 10.
  2. Smith D. Daniel Moreau Barringer: He just would’t quit // The Meteor Crater story. Flagstaff: Meteor Crater ent., 1996. P. 17.
  3. Barringer, D. M. Coon Mountain and Its Crater (англ.) // Proceedings of The Academy of Natural Sciences of Philadelphia. — 1906. — Vol. LVII. — P. 863.
  4. Tilghman, B. C. Coon Butte, Arisona (англ.) // Proceedings of The Academy of Natural Sciences of Philadelphia. — 1906. — Vol. LVII. — P. 887—914. Архивировано 10 сентября 2015 года.
  5. Флоренский П. В., Дабижа А. И. Метеоритный кратер Жаманшин. — М.: «Наука», 1980. — С. 10. — 127 с.