არიავარტა
არიავარტა (Āryāvarta, आर्यावर्त, „არიელთა სამყოფელი“) — ჩრდილოეთ ინდოეთის სახელწოდება კლასიკურ სანსკრიტულ ლიტერატურაში. „მანი–სმრიტი“ გვაზლევს დაზუსტებულ ადგილა ამ სახელწოდების ქვეშ — „მიწა ჰიმალაებსა და ვინდჰიას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ზღვებს შორის“ (2.22). „ვასიშტჰა–დჰარამასუტრას“ თანახმად (I.8-9 и 12-13), არიავარტა მდებარეობს აღმოსავლეთით იმ ადგილიდან, სადაც მდინარე სარასვატი იკარგება უდაბნოში, კალაკავანიდან დასავლეთით, პატიატრას მთიდან და ვინდჰიადან ჩრდილოეთით და ჰიმალაებიდან სამხრეთით.
ზოგიერთი ლიტერატურა კიდევ უფრო აზუსტებს გეოგრაფიულ ადგილს, კერძოდ, მინიშნებულია, რომ არიაბარტა მდებარეობს მდინარეების განგისა და ჯამუნას შუამდინარეთში. ზოგიერთ დჰარმასუტრაში აღწერილია გამოსყიდვის რიტუალი, რომელიც უნდა შეესრულებინათ არიელებს არიავარტას საზღვრების გადაკვეთისას.
ლიტერატურა
რედაქტირება- კანე, პანდურანგ ვამან: დჰარმასუტრას ისტორია: (ძველი და შუა საუკუნეების რელიგიური და სამოქალაქო სამართალი) ბანდარკარის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, როონა (1962—1975)
- შტეინი, ბ; 2010: ინდოეთის ისტორია (2 წიგნად), ISBN 978-1-4051-9509-6.