არიაბჰატა (დ. 476 — გ. 550) — ცნობილი ინდოელი მათემატიკოსი და ასტრონომი. არიაბჰატა ცხოვრობდა გუპტას ეპოქაში (IV—VI საუკუნეები).

არიაბჰატა
სანს. आर्यभट
2064 aryabhata-crp.jpg
დაბ. თარიღი 476
დაბ. ადგილი პატნა
გარდ. თარიღი 550
გარდ. ადგილი პატნა
საქმიანობა ასტრონომია და მათემატიკა
გავლენა მოახდინეს

არიაბჰატამ დიდი ღვაწლი დასდო მათემატიკური მეცნიერების განვითარებას. მან

  • სისტემაში მოიყვანა ათვლის ათობითი სისტემა
  • ჩამოაყალიბა კვადრატული და კუბური ფესვების ამოღების წესი
  • ჩამოაყალიბა წრფივი და კვადრატული განტოლებების ამოხნის წესები.

არიაბჰატა რიცხვ „პის“ თვლიდა 3,14,16-ის ტოლად.

არიაბჰატა დიდი ასტრონომიც იყო. იგი ამტკიცებდა, რომ დედამიწა ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო, სწორად ხსნიდა მზისა და მთვარის დაბნელების პროცესებს, რითაც ინდოელი ქურუმების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია.

ხსოვნარედაქტირება

 
პირველი ინდური ხელოვნური თანამგზავრი ”არიაბჰატა”

პატივისცემის ნიშნად, არიაბჰატას სახელი ეწოდა დედამიწის პირველ ინდურ ხელოვნურ თანამგზავრს, რომელიც 1975 წელს გაიყვანეს ორბიტაზე საბჭოთა კავშირიდან.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება