მთავარი მენიუს გახსნა

ართურ სარკისოვი (სომხ. Արթուր Սարկիսով, რუს. Артур Серге́евич Саркисов; დ. 19 იანვარი, 1987, გროზნო, საბჭოთა კავშირი) — სომეხი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს საფეხბურთო კლუბ „ვოლგასა“ და სომხეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ართური პოზიციით არის ცენტრალური თავდამსხმელი.

ართურ სარკისოვი
Արթուր Սարկիսով
Artur Sarkisov 2014.jpg
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
19 იანვარი, 1987 (1987-01-19) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
გროზნო, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 1.74 მ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ვოლგა
ნომერი 7
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006-2008 რეუტოვი 74 (15)
2009-2010 ლოკომოტივი-2 42 (31)
2011-20133 ლოკომოტივი 0 (0)
2011-2012იაროსლავლის „შინიკი“ (იჯარა) 43 (8)
2012-2013ნოვგოროდის „ვოლგა“ (იჯარა) 18 (3)
2013-2014 ურალი 13 (1)
2014— ვოლგა 38 (15)
ეროვნული ნაკრები
2011— სომხეთი 32 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2015
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2015

ართური დაიბადა 1987 წლის 19 იანვარს, გროზნოში. 12 წლის ასაკიდან სამოყვარულო დონეზე თამაშობდა ფეხბურთს და მალევე მიიქცია საფეხბურთო კლუბების ყურადღება. მან საფეხბურთო კლუბ „რეუტოვთან“ გააფორმა კონტრაქტი. 2008 წელს მის კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა და დაიშალა. ართური გადავიდა მოსკოვის „ლოკომოტივის“ მე-2 გუნდში, სადაც მან 31 გოლის გატანა მოახერხა. ის ორჯერ გახდა ლოკომოტივი-2-ის ბომბარდირი, 2009 და 2010 წლებში. 2011 წელს ართური ძირითად გუნდში გადაიყვანეს, მაგრამ მაშინვე გაანათხოვრეს იაროსლავლის „შინიკში". 2012-2013 წლებში განათხოვრებული იყო ნოვგოროდის „ვოლგაში“. ამის შემდეგ, სარკისოვი გადავიდა საფეხბურთო კლუბ „ურალში“. 2014 წლიდან ნოვგოროდის „ვოლგაში“ თამაშობს, სადაც 15 გოლი აქვს გატანილი.

სარკისოვს ძალიან სურდა ეროვნულ ნაკრებში თამაში და შემოთავაზებაზე გამოძახებისთანავე დათახმდა. სომხეთის ნაკრებს 2011 წლის 27 ივლისს შეუერთდა და მისი დებიუტი შედგა ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში. ის მატჩში 58-ე წუთზე ჩაერთო. ართურ სარკისოვმა მისი სადებიუტო გოლი გაიტანა 2011 წლის 6 სექტემბერს სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ, ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩში. დღემდე მას საკუთარი ნაკრების მაისურით ოთხი გოლი აქვს გატანილი.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება