არზამასის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია

არზამასის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია (რუს. Церковь Святого Апостола Андрея Первозванного) — მართლმადიდებლური ტაძარი არზამასში (ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი). მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

არზამასის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია
არზამასის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია — რუსეთი
არზამასის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°23′11″ ჩ. გ. 43°49′23″ ა. გ. / 55.38639° ჩ. გ. 43.82306° ა. გ. / 55.38639; 43.82306
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა არზამასი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210076001
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1793

1793 წელს არზამასში ააგეს მცირე ეკლესია, რომელიც აკურთხეს ანდრია პირველწოდებულის სახელზე. ეკლესიას ჰქონდა ორი ეკვდერი: ერთი ნაკურთხი ანდრია პირველწოდებულის, ხოლო მეორე წმინდა სიმონისა და ანას სახელზე. 1870 წელს ვაჭარ რუკავიშნიკოვის დახმარებით, ეკლესიას მიაშენეს ქვის ნაგებობა, რის შედეგადაც ეკლესია ბევრად უფრო მოცულობითი გახდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობდა ეკლესიის რემონტი და შემოავლეს ახალი ქვის ღობეც. ეკლესიის საკურთხეველი საკმაოდ არასტანდარტული იყო. მას ჰქონდა ორი აფსიდი, რაც ამ ეკლესიას სხვებისაგან განასხვავებდა. ეს დაადასტურა არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა, რომლებიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდში მიმდინარეობდა. ტაძრის ინტერიერი საკმაოდ მდიდარი იყო.

1934 წელს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია დახურეს. ეკლესიის შენობა თავდაპირველად გამოიყენებეოდა, როგორც პიონერთა კლუბი, ხოლო შემდეგ როგორც ავტომობილისტთა კლუბი.

2004 წელს ანდრია პირველწოდებულის ეკლესია გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. დაიწყო აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ეკლესიამ მიიღო პირვანდელი სახე. 2005 წელს ეკლესია აკურთხეს.

დღეისათვის ეკლესიის კარი ღიაა მრევლისა და მორწმუნეებისათვის. ეკლესიაში ყოველდღე მიმდინარეობს ღვთისმსახურება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება