არზაკანის ღვთისმშობლის ეკლესია
სურბ-ასტვაწაწინის ეკლესია (სომხ. Սուրբ Աստվածածին եկեղեցի) — მონასტერი სომხეთში. მდებარეობს კოტაიქის პროვინციის სოფელ არზაკანიდან 5 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, გზის მარჯვენა მხარე ტყიან ფერდობზე. ტაძარი აგებულია 1207 წელს.
არზაკანის ღვთისმშობლის ეკლესია | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
მუნიციპალიტეტი | კოტაიქის პროვინცია |
ადგილმდებარეობა | არზაკანი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ჯვარ-გუმბათოვანი |
თარიღდება | 1207 |
დეტალები
|
ნაგებობა გუმბათოვანი ყოფილა, მისი მასშტაბურობა, ორნამენტებისა და კედლის წარწერების სიმრავლე ცხადყოფს, რომ XIII საუკუნეში აქ ძლიერი რელიგიური კერა ყოფილა. მონასტერი შეისწავლა და მის შესახებ ნაშრომი გამოაქვეყნა გაგიკ სარქისიანმა.
გალერეა
რედაქტირება-
წარწერა ეკლესიის შიდა ფასადზე
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
კაჩკარი არზაკნის ღვთისმშობლის ეკლესიიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
საინფორმაციო დაფა ტაძარზე
-
ტაძრის ორნამენტი
ლიტერატურა
რედაქტირება- Գ. Սարգսյան, Արձանագրություն Թեղենյաց վանքից, Լրաբեր հաս. գիտ., 1997, N 8.