არგუმენტი უნდობლობიდან
არგუმენტი უნდობლობიდან, დაუჯერებლობიდან, აგრეთვე ცნობილი, როგორც არგუმენტი პირადი უნდობლობიდან/დაუჯერებლობიდან, აპელირება საღ აზრზე ან ღვთაებრივი ცდომილება[1] — ცდომილება არაფორმალურ ლოგიკაში, რომლის მიხედვითაც თუ წინადადება ეწინააღმდეგება ადამიანის პირად რწმენებსა და შეხედულებებს, ან მისი წარმოდგენა რთულია, იგი აუცილებლად მცდარი უნდა იყოს.
არგუმენტმა უნდობლობიდან შეიძლება მიიღოს შემდეგი ფორმა:
- ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება F ჭეშმარიტი იყოს, ამიტომაც F აუცილებლად მცდარია.
- ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება F მცდარი იყოს, ამიტომაც F აუცილებლად ჭეშმარიტია.
არგუმენტი დაუჯერებლობიდან ხშირად თავს იჩენს ემოციებთან უადგილო მიჯაჭვულობისას, ფანტაზიისა და რეალობის აღრევისას, ცოდნისა და გაგების სიმწირისას, ან შინაგანი ინსტინქტური რეაქციის შედეგად, განსაკუთრებით იმ სიტუაციებში, სადაც დრო შეზღუდულია.[2] ეს არგუმენტი აგრეთვე ხშირად გამოიყენება რისამე ზებუნებრივი წარმოშობის დასასაბუთებლად.[3] აზროვნების ასეთი ფორმა მცდარია, ვინაიდან კონკრეტული ადამიანის უუნარობა, რომ წინადადების ჭეშმარიტება ან მცდარობა წარმოიდგინოს, არ იძლევა არანაირ ინფორმაციას ამ წინადადების ობიექტურ ჭეშმარიტებასა თუ მცდარობაზე.[4]
მაგალითები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კეროლი, რობერტ ტოდ. divine fallacy (argument from incredulity). სკეპტიკოსის ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2013.
- ↑ Toolkit for Thinking. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-05. ციტირების თარიღი: 2017-10-06
- ↑ Sen, Madhucchanda (2011). An Introduction to Critical Thinking. Pearson Education India. ISBN 9788131734568. ციტირების თარიღი: 2016-11-26.
- ↑ The Argument from Incredulity: How People Explain What They Don’t Understand – Effectiviology en-US. ციტირების თარიღი: 2019-08-10