არბოს ეკლესია (ჭორჭოხი)

არბოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორჭოხიდან დასავლეთით, ადგილ არბოში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნაგებობათა კომპლექსიდან, რომელიც ამაჟამად მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ ეკლესიის საკურთხევლის ნაწილი და ჩრდილოეთი კედლის ფრაგმენტი. კედლების სიმაღლე არ აღემატება 1-1,5 მ. სამშენებლო მასალად ძირითადად ფლეთილი ქვა იყო გამოყენებული. გეგმის წაკითხვა სპეციალური გაწმენდის გარეშე შეუძლებელია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 262