არამ რამაზიანი
არამ რამაზიანი (დ. 6 დეკემბერი, 1978, ერევანი) — სომეხი მოკრივე. ის ასპარეზობდა სომხეთის მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებში 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და მედალოსანი, სიდნეის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. 2003-2008 წლებში ასპარეზობდა პროფესიონალურ კრივში.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 დეკემბერი, 1978 (46 წლის) |
დაბ. ადგილი | ერევანი |
სიმაღლე | 178 |
ქვეყანა | სომხეთი[1] |
ბიოგრაფია
რედაქტირებასამოყვარულო კარიერა
რედაქტირებამისი საერთაშორისო დებიუტი შედგა 1995 წელს უნგრეთში გამართულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე. ერთი წლის შემდეგ იგი კუბაში გაემგზავრა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად.
პირველ სერიოზულ წარმატებას ზრდასრულთა საერთაშორისო ტურნირებზე მან 1997 წელს მიაღწია, როდესაც შეუერთდა სომხეთის ნაკრების მთავარ გუნდს და ეწვია ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც დამარცხდა ნახევარფინალში, შესაბამისად მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
1998 წელს მინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავიდა და პეკინში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა.
1999 წელს გახდა ნეაპოლის საერთაშორისო ტურნირის „Trofeo Italy“-ს და ათენის აკროპოლისის თასის ვერცხლის მედალოსანი, ბუქარესტის „ოქროს ქამრის“ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი აიღო და მონაწილეობა მიიღო ჰიუსტონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.
2000 წელს ჰალეში გამართულ თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ტამპერეში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხა, ნახევარფინალში თურქეთის წარმომადგენელმა აგასი აგაგიულოღლუმ დაამარცხა. წარმატებული გამოსვლების სერიის წყალობით, მას მიენიჭა ოლიმპიური ლიცენზია სიდნეის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ უკვე 54 კგ-მდე წონით კატეგორიაში. პირველ ბრძოლაში ანგარიშით 9:12 დამარცხდა, მისი მეტოქე იყო საქართველოს წარმომადგენელი თეიმურაზ ხურცილავა
სიდნეის ოლიმპიადის შემდეგ რამაზიანი გარკვეული დროით დარჩა სომხეთის მოკრივეთა ნაკრებში და განაგრძო მონაწილეობა დიდ საერთაშორისო ტურნირებზე. 2001 წელს მან მონაწილეობა მიიღო ჰელსინკიში გამართულ Gee-Bee-ის საერთაშორისო ტურნირზე, ხოლო 2003 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ვარშავაში, ფელიქს სტამის მემორიალურ შეჯიბრზე. [2]
პროფესიონალური კარიერა
რედაქტირება2003-2008 წლებში, არამ რამაზიანი პროფესიონალურ დონეზე საფრანგეთში წარმატებით იბრძოდა. 2005 წლის დეკემბერში იგი შეხვდა დაუმარცხებელ ვენესუელელ ედვინ ვალეროს (16-0), მომავალ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს და ნოკაუტით წააგო პირველ რაუნდში. ჯამში მან პროფესიონალურ დონეზე 22 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 14 მოიგო, 6 წააგო, ორ შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა.