არათვლადი სიმრავლე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მათემატიკაში არათვლადი სიმრავლე ეწოდება ისეთ სიმრავლეს, რომელიც არ არის თვლადი. თვლადობის ცნება პირველად მათემატიკოსმა გეორგ კანტორმა შემოიღო. მანვე დაამტკიცა, რომ არსებობენ არათვლადი სიმრავლეები.
კანტორის თეორემის თანახმად ნებისმიერი სიმრავლის ქვესიმრავლეთა სიმრავლე მკაცრად უფრო მაღალი კარდინალობისაა ვიდრე საწყისი სიმრავლე. შესაბამისად კერძოდ ნატურალურ რიცხვთა სიმრავლის ქვესიმრავლეთა სიმრავლე უფრო მაღალი კარდინალობისაა ვიდრე ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე და ამიტომ არათვლადია.