არაბული საკანონმდებლო ენციკლოპედია
არაბული საკანონმდებლო ენციკლოპედია — უდიდესი ბეჭდური ენციკლოპედია არა მხოლოდ არაბულ ენაზე 200 ტომად. რედაქტორი მოჰამედ აბუ ბაქერი. ორასტომეული 164 000 გვერდს შეიცავს და 420 კგ იწონის. ამ მონაცემებით გამოცემამ 1999 წელს გინესის რეკორდიც კი დაამყარა. ენციკლოპედია ყველა არაბული ქვეყნის საკანონმდებლო წვრილმანს მოიცავს. უმთავრესი ინდექსი ექვს ტომად არის დაბეჭდილი, გამოცემულია დამატებებიც.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Guinness Book of World Records 1999- issue 2002 p.156