არაბეული თეთრი, ალაბეური თეთრი, თეთრი არაბეულიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოვალური, მცირედ დანაკვთული, სამ-ხუთნაკვთიანი, ზოგჯერ მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ფერის. თხელკანიანი, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი წვნიანი აქვს, გემო სასიამოვნო და ჰარმონიული.

ვაზი საშუალო ზრდისაა. ჯიშის სავეგეტაციო პერიოდი გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 150 დღეა, სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 150-170 გრამია, საჰექატრო მოსავლიანობა — 9.0-13.0 ტონა. ყურძნის სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 43