„აპტოსი“ — კომპანია აპტოსი 1996 წლიდან აწარმოებს პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიისთვის საჭირო მასალებს. აპტოსის ტექნოლოგიები და პროდუქტები მსოფლიოს 50 ქვეყნის სპეციალისტების მიერ გამოიყენება.

აპტოსი
დარგი სამედიცინო
დაფუძნდა 1996 წელს
სათავო ოფისი საქართველოს დროშა საქართველო, თბილისი
პროდუქცია პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიისთვის საჭირო მასალები
საიტი www.aptoslift.com

კომპანიის შესახებ

რედაქტირება

კომპანია აპტოსის პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ავტორებს გამოგონებისთვის მოპოვებული აქვთ საერთაშორისო პრესტიჟული პრიზები და პატენტები.

2009 წელს კომპანიამ ახალი ხაზის - ,,ლაით ლიფტის" გამაახალგაზრდავებელი ძაფების გამოშვება დაიწყო, ძაფები დამზადებულია ბიოდეგრადირებადი ნივთიერებებისგან, რომელიც ორგანიზმის მიერ 360 დღეში მთლიანად გაიწოვება. აპტოსის შემქმნელები და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები მონაწილეობენ წამყვან სამედიცინო გამოფენებსა და სამეცნიერო კონგრესებში.

აპტოსის კომპანია პროდუქტებს ყიდის როგორც პირდაპირი გზით, ასევე დისტრიბუტორების ქსელის გავლით, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას, უმოკლესი დროის ვადაში გაიტანოს პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანასა თუ რეგიონში. კომპანია მუდმივად აახლებს არსებულ ტექნოლოგიებს და მეტად ავითარებს პროცედურებს, რომლებიც მინიმალური ჩარევის გზით კეთდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება