აპრაქსინის ეზო
აპრაქსინის ეზო (რუს. Апраксин двор) — არქიტექტურული კომპლექსი სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ ნაწილში. ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული სავაჭრო ცენტრი. უკავია 14 ჰა ფართობი. სახელი ეწოდა მიწის ნაკვეთის პირველი მფლობელის გრაფ თედორე აპრაქსინის გვარის მიხედვით.
აპრაქსინის ეზო Апраксин двор | |
---|---|
კოორდინატები | 59°55′45″N 30°19′40″E / 59.929167° ჩ. გ. 30.327778° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
სტილი | კლასიციზმი |
გახსნის თარიღი | 1754 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებაისტორიულად, დღევანდელი აპრაქსინის ეზოს ტერიტორია შედგება ორი ნაწილისაგან — შუკინის ეზო (სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქტი იყიდება, აღნიშნული მიწა მეწარმე ივან შუკინმა იყიდა XVIII საუკუნის შუა რიცხვებში) და თვითონ აპაქსინის ეზო, რომელიც ეკუთვნოდა ფიოდორ აპრაქსინს.
პირველი ბაზარი აღნიშნულ მიწაზე, ჯერ კიდევ XVIII საუკუნის შუა რიცხვებში წარმოიშვა. პირველი ბაზრის შენობები ხისგან იყო აშენებული და 1782 წელს დაიწვა. 1863 წელს ამ ადგილზე გაიხსნა ახალი საწყობი. შენობები აშენდა დიზაინერ ჯერონიმო კორსინის მიერ. მომდევნო ათწლეულში აღნიშნული საწყობების, სიახლოვეს 45-ზე მეტი მაღაზიის შენობა აშენდა. 1833 წელს ნიკოლოზ I-ის ბრძანებით, აპრაქსინის და შუკინის ეზოებში არსებული სავაჭრო შენობები, ერთ დიდ ბაზრად გაერთიანდა.
1862 წელს ძლიერი ხანძრის შედეგად სავაჭრო შენობების უმრავლესობა დაიწვა და შემდგომ დაანგრიეს. ხანძრის შემდეგ, ბაზარი აშენდა გეგმის მიხედვით:
- 1863 წელს ალექსანდრეს ხაზი აშენდა სადავოიას ქუჩამდე (არქიტექტორი ი. დ. კორსინი)
- 1864 წელს — მარიინსკის ხაზი (არქიტექტორი ა. კრაკაუ).
- 1870-1880 წლებში აშენდა აპრაქსინის ბაღის ძირითადი შენობები, რომლებიც დღემდე შენარჩუნებულია.
- XX საუკუნის დასაწყისში სავაჭრო ობიექტები მესამე და მეოთხე სართულებზე აშენდა, მათი საერთო რაოდენობა კი — 660-ია.
1913 წელს, აპრაქსინის ეზოში შედიოდა დაახლოებით 500-ზე მეტი მაღაზია, ხოლო შუკინის ეზოში მდებარეობდა 270 პატარა საბითუმო საწარმო.
ამჟამად აპრაქსინის ეზოში შედის 57 შენობა, რომელთა უმრავლესობაც ქალაქს ეკუთვნის. წარმოადგენს სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრს. XXI საუკუნის დასაწყისში დაიწყო მუშაობა სავაჭრო კომპლექსის ტერიტორიის ფუნდამენტური რეკონსტრუქციზე ქალაქის პერიფერიაზე არსებული საცალო სივრცის გაყვანის გზით. აქ აშენდა არაერთი დიდი კომპანიის ფილიალი და სასტუმროები[1][2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "Apraksin Dvor masterplan in St Petersburg by Wilkinson Eyre Architects", De Zeen, 29 January 2008
- ↑ Olcayto, Rory. (18 January 2008) Foster's and Wilkinson Eyre battle for St Petersburg masterplan. «Building Design». დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 February 2012. ციტირების თარიღი: 28 March 2008.