აპოსტოლოპულოს სახლი

აპოსტოლოპულოს სახლი (რუს. Дом Апостолопуло) — უძველესი სახლი ტაგანროგში. მდებარეობს მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს ფრუნზეს ქუჩისა და იტალიის შესახვევის კუთხეში.

აპოსტოლოპულოს სახლი
რუს. Дом Апостолопуло
კოორდინატები 47°12′44″N 38°55′52″E / 47.212222° ჩ. გ. 38.931111° ა. გ. / 47.212222; 38.931111
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დაწყების თარიღი 1870-იანი წლები

მისამართი: ტაგანროგი, ფრუნზეს ქუჩა № 26.

ისტორია რედაქტირება

1806 წელს იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ტაგანროგი გარეუბანში მიწების განაწილების დროს ივან აპოსტოლოპულოს გადაეცა 150 დესეტინა მიწის ნაკვეთი[1].

ნიკოლაევის ქუჩის 28 ნოემრში (ამჟამად ფრუნზეს ქუჩა № 26) მიმდინარე მშენებლობას ხელმძღვანელობდა საშუალო ფენის ქალი მარია აპოსტოლოპულო[1].

1880-იანი წლების ბოლოს სახლი შეიძინა პროვიზორმა იაკობ პარნოხმა[1]. აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით ამ სახლში დაიბადა მისი შვილები ვალენტინ პარნახი (1891-1951 წწ.) და ელიზავეტა ტარახოვსკაია (1891-1968 წწ.).

1890-იანი წლების დასაწყისში სახლი შეიძინა მდიდარმა გლეხმა კლეოპატრა კრასნოკურტსკაიამ[1], ხოლო XX საუკუნის დასაწყისში სახლს ფლობდა რაიონული სასამართლოს ადვოკატი კონსტანტინ პოპანდოპულო[1].

დაახლოებით 1910-იან წლებში სახლი შეიძინა მემკვიდრეობით საპატიო მოქალაქემ ნიკოლაი ალაფუზოვმა[1]. წყაროებში ამ სახლს ზოგჯერ უწოდებენ ალაფუზოვის სახლს, უკანასკნელი მფლობელის გვარის მიხედვით[2]. 1914 წელს მის ბინაზე მოხდა შეიარარებული თავდასხმა, მაგრამ მიუხედავად ბინის საფუძვლიანი ჩხრეკისა თავდამსხმელებმა ვერაფერი წაიღეს გარდა 115 მანეთის, ოქრო საათისა და მასიური ძეწკვისა[3].

1980-იან წლებში სახლის სარდაფში გაიხსნა მხატვრების, ტაგანროგის ბავშვთა სამხატვრო სკოლის მასწავლებლების, ლეონიდ სტუკანოვისა და იური შაბელნიკოვის სახელოსნოები.

1990-იან წლებში შენობაში განათავსეს აფთიაქი.

2000-იან წლებში სახლი შეიძინა კომპეუტერების ტექნიკის ბიზნესით დაკავებულმა ფირმამ და შენობაში გახსნა კომპიუტერებისა და საოფისე ტექნიკის მაღაზია.

არქიტექტურა რედაქტირება

შენობა აშენდა 1870-1880 შერეული სტილით. ტაგანროგის მესამე კვარტალში XIX საუკუნის შენობები აღნიშნული სტილით შენდებოდა.

ცნობილი მოსახლეები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Гаврюшкин О.П. Мари Вальяно и другие (Хроника обывательской жизни). — Таганрог: МИКМ, 2001. — 544 с.
  2. Григорян М. Е., Решетников В. К. Таганрог. История архитектуры и градостроительства конца XVII — начала XX века. — Ростов н/Д: Омега-Принт, 2013. — С. 236-237.
  3. Гаврюшкин О.П. Гуляет старый Таганрог: Исторический очерк. — Таганрог: АИ МИКМ, 1997. — 395 с. — ISBN 5-86746-019-3.