აპოლოგია (პლატონი)
(სოკრატეს) აპოლოგია — პლატონის ნაშრომი, რომელიც შედგება სოკრატეს მიერ ძვ. წ. 399 წელს მის საწინააღმდეგოდ წარდგენილი ბრალდებებისგან თავის დასაცავად წარმოთქმული სიტყვის პლატონისეული ვერსიისგან. ისტორიკოსების უმრავლესობა ამ ტექსტს სოკრატეს წინააღმდეგ გამართული სასამართლოს გარემოებების სანდო წყაროდ მიიჩნევს. კერძოდ, „აპოლოგიიდან“ ცნობილი ხდება ბრალდების დეტალები, ბრალმდებელთა სახელები და სოციალური მდგომარეობა (მელეტოსი, ანიტოსი, ლიკონი) და სხვა დეტალები. „აპოლოგია“ პლატონის პირველი შემორჩენილი ტექსტია, რომელიც სასამართლოს შემდეგ მალევე დაიწერა (ძვ. წ. 397 ან 396 წელს).