აპელირება კანონზე

აპელირება კანონზე (ლათ. argumentum ad legem) — არაფორმალური ცდომილება, რომლის გამოყენებისას ადამიანი რაიმე ქმედებას იცავს ან ამართლებს მისი კანონიერობის მიხედვით, სხვა სიტყვებით, ქმედების მორალურობას განსაზღვრავს მის ლეგალურ სტატუსზე დაყრდნობით.[1] აზროვნების ასეთი ფორმა მცდარია, ვინაიდან, მიუხედავად სამართლის კანონების მნიშვნელობისა, ისინი ყოველთვის არ ასახავს ქმედების მორალურობასა და ლოგიკურობას.[2][3][4] რეალურად, კანონით აკრძალული მრავალი ქმედება არის malum prohibitum („მცდარი [რადგანაც] აკრძალული“) და არა malum in se („არსებითად მცდარი“).

სათამაშო „კლაკერები“ აშშ-ში არალეგალურია, თუმცა არა ამორალური.

მაგალითები

რედაქტირება
  • „ეზოს დარტსის ტყორნცა ამორალურია.“
  • „მერე რა, რომ ქმარს ვუღალატე? არაერთგულება უკანონო არ არის!“
  • „ფერმის ცხოველების მოკვლა მთელ ქვეყანაშია ლეგალური, შესაბამისად, ეს მორალურია.“

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 'Well, It's Not Illegal!' | University of Central Florida News en-us (2019-05-22). ციტირების თარიღი: 2022-06-07
  2. Appeal to the Law en. ციტირების თარიღი: 2022-06-07
  3. Appeal to Legality: Is it Moral if it's the Law? en-US (2020-02-21). ციტირების თარიღი: 2022-06-07
  4. Ethics and Law. ციტირების თარიღი: 2022-06-07