აპარტ ჯგუფი2023 წელს დაარსებული დეველოპერული ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს „აპარტ დეველოპმენტს“, „აპარტ შოურუმს“, „აპარტ ქონსთრაქშენსა“ და „აპარტ არქიტექტს“. ჰოლდინგის დირექტორი და 100%-იანი მეწილე ბექა ხოფერიაა. თავდაპირველად დაარსდა სამშენებლო კომპანია „აპარტ დეველოპმენტი“, ხოლო შემდგომ, 2019-2023 წლებში, მიემატა „აპარტ ქონსთრაქშენი“, „აპარტ შოურუმი“ და „აპარტ არქიტექტსი“. 2023 წელს კი ეს ყველა კომპანია „აპარტ ჯგუფის“ ქოლგის ქვეშ მოექცა და ამ სახელით აგრძელებს ოპერირებას.[1] ჰოლდინგი თბილისსა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე 20 ჰექტრამდე მიწის კაპიტალს ფლობს. კომპანიის კაპიტალი კი, 2023 წლის მონაცემებით, 60 მილიონს სცდება,[2] შემოსავლები კი, ამავე წლის მონაცემებით, ჯამურად 250 მილიონია. 2021 წელს, „აპარტ დეველოპმენტი“ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ახალი წევრი გახდა.[3]

აპარტ ჯგუფი
ტიპი ჰოლდინგი
დარგი მშენებლობა, დეველოპმენტი. დიზაინი-არქიტექტურა
დაფუძნდა 5 აპრილი, 2019 წელი
დამაარსებელი ბექა ხოფერია
სათავო ოფისი საქართველო, თბილისი
პროდუქცია უძრავი ქონება
შემოსავალი 250 მლნ
მფლობელი ბექა ხოფერია
თანამშრომელი 200
შვილობილ(ებ)ი აპარტ დეველოპმენტი, აპარტ შოურუმი, აპარტ ქონსთრაქშენი, აპარტ არქიტექტი, GSA
ფილიალი 7
სერვისის ენა ქართული, ინგლისური, რუსული, არაბული
საიტი www.apartgroup.com

„აპარტ ჯგუფის“ შვილობილი სამშენებლო კომპანია „აპარტ დეველოპმენტი“, ძირითადად, თბილისში, კერძოდ კი ქალაქის ძველ უბნებში ახორციელებს პროექტებს. კომპანიის დამფუძნებლის თანახმად,[4] ეს მათი ნიშაა ბაზარზე. ჯგუფის ფლაგმანი პროექტი არის „კრწანისი მარგალიტი“, რომელიც ძველ თბილისში მდებარეობს.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება