ანჰოლტი (დან. Anholt) — დანიის კუნძული კატეგატის სრუტეში, იუტლანდიის ნახევარკუნძულსა და შვედეთს შორის. 2010 წლის მონაცემებით მისი მუდმივი მოსახლეობა 171 ადამიანს შეადგენს. სიგრძე დაახლოებით 11 კმ-ია, სიგანე 6 კმ, მთლიანი ფართობი კი 21,75 კმ². ადმინისტრაციულად მიეკუთვნება ჩრდილოეთ იუტლანდიის რეგიონს.

ანჰოლტი
მშობ. სახელი: Anholt

მდებარეობა
გეოგრაფია
მდებარეობა კატეგატის სრუტე
კოორდინატები 56°42′ ჩ. გ. 11°34′ ა. გ. / 56.700° ჩ. გ. 11.567° ა. გ. / 56.700; 11.567
ფართობი 22 კმ²
დანიის დროშა დანია
დემოგრაფია
მოსახლეობა 171 (2010)
სიმჭიდროვე 7,8 /კმ²

კუნძულზე არსებული სახლები ძალიან ძველია, უმრავლესი მათგანი ხისგანაა აგებული. არსებული ეკლესია 1819 წელსაა აშენებული, იმ ეკლესიის ადგილას, რომელიც კუნძულის ბრიტანული ოკუპაციის დროს დაანგრიეს. თუმცა, ძველი ეკლესიის საძირკვლის ნაშთები კვლავაც შეიმჩნევა.

ფუნქციონირებს 9 კლასიანი სკოლა, რომელიც 1917 წელს გაიხსნა.

ყოველწლიურად, ანჰოლტს 60 000-მდე ტურისტი სტუმრობს. ზაფხულში იხსნება რესტორნები და მაღაზიები, თუმცა მთავარი ღირსშესანიშნაობა მაინც ბუნებაა — სუფთა წყალი, სიმშვიდე, სიკოხტავე და სუფთა ჰაერი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: