ანუშ ასლიბეკიანი
ანუშ ასილბეკიანი (სომხურად: Անուշ Ասլիբեկյան, დ. 4 მარტს, 1981 წელს) — სომეხი თეატრის კრიტიკოსი, რომანისტი, დრამატურგი. სომხეთის მწერალთა კავშირის (2012)[1] და ეროვნული თეატრალური შემოქმედებითი კავშირის წევრი. 2018 წელს ასლიბეკიანმა მიიღო დოქტორის ხარისხი ხელოვნებაში. ასლიბეკიანის ნაწარმოებები თარგმნილია პოლონურ, გერმანულ, ბერძნულ და რუსულ ენებზე.
ანუშ ასლიბეკიანი | |
---|---|
სრული სახელი | ანუშ ასლიბეკიან არცრუნი |
დაბადების თარიღი | 4 მარტი, 1981 წელი |
დაბადების ადგილი | სევანი |
საქმიანობა | თეატრის კრიტიკოსი, რომანისტი, დრამატურგი. |
ეროვნება | სომეხი |
მოქალაქეობა | სომხეთის რესპუბლიკა |
განათლება | რევნის სახელმწიფო თეატრისა და ფილმის ინსტიტუტი (2003) |
ალმა-მატერი | ერევნის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტი |
მეუღლე | ვაჰან არცრუნი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანუშ ასლიბეკიანი დაიბადა 1981 წელს სევანში. დაამთავრა ერევნის თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი, 2003-2006 წლებში ასპირანტურაზე სწავლობდა ამავე ინსტიტუტის თეატრის ისტორიისა და თეორიის კათედრაზე. 2000-2005 წლებში ანუში იყო სამხატვრო ჟურნალის "არვესტი" დამფუძნებელი და უფროსი რედაქტორი, 2008-2009 წლებში - "ჰამაზგაინის" სახელმწიფო თეატრის ლიტერატურის განყოფილების უფროსი, 2008 - 2010 - ტელეწამყვანი, რეპორტიორი, საზოგადოებრივი ტელეკომპანიის არარატის ტელევიზიაში, 2008 წლიდან არის სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელოვნების ინსტიტუტის მკვლევარი, 2006 წლიდან არის ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის უცხოური თეატრისა და დრამატურგიის ლექტორი.[2] 2019 წლის მაისიდან, ლიტერატურათმცოდნე ანი ფაშაიანთან ერთად, ანუშ ასლიბეკიანი არის ავტორი და აწარმოებს ,,ორი მათგანი ავტორს ეძებს" არხზე ,,ნოეს თაღი", რომელიც ეძღვნება თანამედროვე ლიტერატურასა და ხელოვნებას.
2007-2009 წლებში მონაწილეობდა სამხრეთ კავკასიაში ევროპელი კინემატოგრაფისტების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, რომელიც მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიაში დამოუკიდებელი კინოპროდუქციის პოპულარიზაციას და განვითარებას. მას აქვს სცენარისტის - კინოსცენარისტის კვალიფიკაცია. 2008-2009 წლებში იყო სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის "არარატის" არხზე "მშაკის" კულტურული ამბების კომენტატორი - ჟურნალისტი. 2009 წელს იგი ეწვია შეერთებულ შტატებს სომხეთში აშშ-ს საელჩოს საერთაშორისო ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, მონაწილეობდა ,,კულტურული მედია გაშუქების" ტრენინგებში.
ფესტივალები და სასცენო წარმოდგენები
რედაქტირება,,მერსედესის" პიესა, შესრულდა ერევნის სახელმწიფო ახალგაზრდულ თეატრში, 2015 წელს.,[3] ერევანში.
ეროვნული თეატრის პრიზი ,,არტავაზდი" საუკეთესო შესრულებისთვის და საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობისთვის, 2016[4]
,,კომიტასი: კურთხევის სინათლე" პიესა, შესრულდა სანქტ-პეტერბურგში -2015 წ
ერევნის სახელმწიფო თოჯინების თეატრის მცირე სცენაზე შესრულებული ,,ეს შენზეა" ფილმი ,,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემი ზღაპარიდან" გადაღებული მოთხრობების მიხედვით.
,,ფრენა ქალაქის თავზე" პიესა, შესრულდა თოჯინების თეატრში -2010, ერევანი, ეროვნული თეატრის პრემია "არტავაზდი" საუკეთესო სცენოგრაფიასა და შესრულებისთვის, 2011
ჯილდოები
რედაქტირებაერევანის წიგნის ფესტივალი - 2017 წელი.[5]
წლის საუკეთესო მწერალი სომხური ინტერნეტ კონკურსი - 2013 წ
საუკეთესო რედაქტორის პრიზი, სტუდენტური ჟურნალების კონკურსი ,,მედიკუსის დღეები" - 2003 წ
საუკეთესო სადიპლომო ნამუშევარი, ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი - 2003 წ
ერევნის თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის საუკეთესო ახალგაზრდა მწერალი - 1999 წ
გამოცემული ნაწარმოებები
რედაქტირება,,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზღაპრების წიგნში" მოთხრობების წიგნი და ერთი სპექტაკლი, გამომცემლობა ,,გრაბერი", ერევანი -2009
,,მოირას დღიურიდან" მოთხრობების წიგნი და ერთი პიესა, გამომცემლობა ,,აპოლონი", ერევანი -2014
ათობით გამოცემა რესპუბლიკურ, სამეცნიერო და ლიტერატურულ მედიაში - 1999 წლიდან დღემდე
,,ფრენა ქალაქის თავზე", პიესები, გამომცემლობა "არმავი", 2018 წ.
,,პროფესორი", ნოველა, გამომცემლობა ,,არმავი", 2019 წ.,
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Anush Aslibekyan's biography on the website of Writers Union of Armenia
- ↑ Anush Aslibekyan: "My sphere of activity includes theater and literature"" დაარქივებული 2017-10-22 საიტზე Wayback Machine. . Hayern Aysor. 2017-05-15. Retrieved 2017-05-20.
- ↑ Anush Aslibekyan’s play "Mercedes" presented in Cairo
- ↑ Repatriation has become a taboo topic in the pages of our modern literature, Anush Aslibekyan[მკვდარი ბმული]
- ↑ "Հայտնի են Գրքի երևանյան փառատոնի ստեղծագործական մրցույթի հաղթողները. մրցանակները հանձնեց Արմեն Ամիրյանը". armenpress.am (in Armenian). Retrieved 2019-03-18.