ანტურაჟი (მუსიკა)
ანტურაჟი (ფრანგ. entourage — გარსშემორტყმა) — სოლისტის კონცერტზე სხვა შემსრულებლის გამოსვლა. მაგ.: მომღერლის კონცერტზე — პიანისტის, მევიოლინეს, ან სხვ. სოლო გამოსვლა. ზოგჯერ ორკესტრის გამოსვლა დამოუკიდებელი ნომრით. XVIII–IXX საუკუნეებში ანტურაჟის გარეშე არ ტარდებოდა არცერთი სოლო კონცერტი (ასე, ვენის მოცარტის „აკადემიებში“ სხვა შემსრულბლებიც იღებდნენ მონაწილეობას). ანტურაჟზე უარი თქვა პიანისტმა ფ. ლისტმა. მოგვიანებით სხვა შემსრულებლებმაც (იშვიათ შემთხვევებში ვოკალისტები). ანტურაჟი არც დღეისთვის წარმოადგენს იშვიათობას სოლო კონცერტების პრაქტიკაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ი. მ. იამპოლსკი „ენციკლოპედიური მუსიკალური ლექსიკონი“ (1966 წ.); 23-24 გვ.