მეზანინი
(გადამისამართდა გვერდიდან ანტრესოლი)
მეზანინი ან ანტრესოლი (იტალ. mezzanino - შუალედური) — არქიტექტურაში შუალედური სართული მოქცეული შენობის ძირითად სართულებს შორის. ტიპურად არ ითვლება შენობის სართულების რაოდენობაში. ხშირად მეზანინი დაბალჭერიანია და შიდა აივნის, იარუსის ფორმა აქვს. ამ ტერმინით ასევე მოიხსენიებენ თეატრის ქვედა იარუსს, ან ამ იარუსის სკამების პირველ რამდენიმე რიგს.