ანტრაქტი
ანტრაქტი (ფრანგ. Entracte) — შესვენება სპექტაკლის მოქმედებებს, კონცერტის ან საცირკო წარმოდგენის განყოფილებებს შორის. ტერმინი აგრეთვე შეიძლება ნიშნავდეს მუსიკალურ ნაწარმოებს (ინტერმედია), რომელიც საოპერო ან დრამატული სპექტაკლის მოქმედებათა შორის სრულდება. ტერმინი ფრანგული ენიდან მოდის.
ლიტერატურა
რედაქტირება- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2005