ანტონ სილუანოვი
ანტონ სილუანოვი (რუს. Анто́н Ге́рманович Силуа́нов; დ. 12 აპრილი, 1963, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი და ეკონომისტი, 2018 წლის 18 მაისიდან რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრი 2011 წლის 16 დეკემბრიდან. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს წევრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაანტონ სილუანოვი დაიბადა 1963 წლის 12 აპრილს, მოსკოვში. მამამისმა, გერმან სილუანოვი (დ. 25.02.1937) 1961 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტის „ფინანსთა“ ფაკულტეტი, 1991 წლისთვის იყო რსფსრ-ს ფინანსთა სამინისტროს განყოფილების ხელმძღვანელი,[1] 1996 წელს იყო რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს კრედიტების და ფულის მომქცევის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, იმავე წელს გავიდა პენსაიზე. მალევე, მოხდა ამ დეპარტამენტის შერწყმა სხვასთან, რომელიც დაკავებული მაკროეკონომიკური საკითხების პოლიტიკით. ასე ჩამოყალიბდა ახალი,მაკროეკონომიკისა და ბანკების დეპარტამენტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა უკვე ანტონ სილუანოვი. დედამისი, იანინა სილუანოვა (დ. 20.01.1936), მუშაობდა გამოცემაში „ფინანსები და სტატისტიკა“, შემდეგ იყო რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარედაქციო-საგამომცემო განყოფილების თანამშრომელი.
ანტონ სილუანოვს ჰყავს ძმა, ვსევოლოდ სილუანოვი (18.02.1976), რომელიც აგრეთვე არის რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი.[2]
1985 წელს ანტონ სილუანოვმა დაამთავრა მოსკოვის ფინანსური ინსტიტუტი სპეციალობით „ფინანსები და კრედიტი“.
1985 წლის აგვისტოდან 1987 წლის მარტამდე იყო რსფსრ-ს ფინანსთა სამინისტროს უფროსი ეკონომისტი.
1987 წლის მარტიდან 1989 წლის მაისამდე გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს საბჭოთა ჯარში.
1989 წლის მაისიდან 1992 წლის იანვრამდე იყო რსფსრ-ს ფინანსთა სამინისტროს წამყვანი ეკონომისტი, პირველი კატეგორიის ეკონომისტი, ქვეგანყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, კონსულტანტი.
1992 წლის თებერვალში გახდა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისა და ფინანსების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე.
1992 წლის თებერვლიდან 1997 წლის ოქტომბრამდე იყო რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო სამართველოს ხელმძღვანელის მოადგილე, შემდეგ კი იგი თავად გახდა განყოფილების ხელმძღვანელი.
1994 წელს დაიცვა დისერტაცია (ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხისთვის), თემა იყო „სახელმწიფოს ბიუჯეტური პოლიტიკა საბაზრო ურთიერთობების გადასვლის პირობებში რუსეთის ფედერაციის მაგალითზე“ (სპეციალობა — 08.00.10 „ფინანსები, ფულის მიმოქცევა და კრედიტი“).[3]
1997 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის ივლისამდე იყო რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური პოლიტიკის და საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
2001 წლის 22 მარტიდან არის რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის წევრი.
2003 წლის ივლისიდან 2004 წლის მაისამდე იყო რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
2014 წლის მაისიდან და 2005 წლის 12 დეკემბრამდე იყო რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი.
2005 წლის 12 დეკემბრიდან კვლავ გახდა რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
2011 წლის 27 სექტემბრიდან იყო რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.
2011 წლის 16 დეკემბერს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრად[4] და გახდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს წევრი.[5]
2012 წელს დაიცვა დისერტაცია (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხზე), თემა იყო „საბიუჯეტშორისო ურთიერთობები რუსეთში ფედერალიზმის განვითარების პირობებში“ (სპეციალობა — 08.00.10 „ფინანსები, ფულადი მიმოქცევა და კრედიტი“). სილუანოვის ოფიციალური ოპონენტები იყვნენ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი აბელ აგანბეგიანი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სერგეი სინელნიკოვ-მურილიოვი და ლიუდმილა ლიკოვა. წამყვანი ორგანიზაცია იყო ეკონომიკის უმაღლესი სკოლა.[6]
2013 წლის იანვრიდან გახდა რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის ფინანსურ-ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანი.
2015 წლის იანვარს რუსეთის ფედერაციის მთავრობიდან წამოაყენეს რუსეთის სბერბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე.[7]
2016 წლის თებერვალში გახდა „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს წევრი.
2017 წლის აპრილში დაინიშნა ВТБ-ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.[8]
2018 წლის 18 მაისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრობასთან ერთად დაინიშნა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.[9]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაოჯახი
რედაქტირებადაქორწინებულია, მაგრამ 2016 წელს ინფორმაცია სილუანოვის მეუღლეზე გაქრა მისი ქონებრივი დეკლარაციიდან.[10]
შვილი, გლები (დ. 1999) არის რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის სტუდენტი, ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლის დამთავრებული, ბაიკერი.[11][2][12]
გატაცებები
რედაქტირებაანტონ სილუანოვს უყვარს მოტოციკლით სიარული და წყალქვეშა ნადირობა, ფლობს გერმანულ ენას.[13]
თავადვე აღიარა, რომ საიდუმლოდ არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელებში, მაგრამ, ფსევდონიმის ქვეშ: „თავად თითქმის არ ვწერ, მეგობრებიც მინიმალურად მყავს - ათ კაცზე მეტი არა. სოციალურ ქსელებში მაინტერესებს მოვლენების განხილვა, მომხმარებელთა კომენტარები“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://sbornik-zakonov.ru/267673.html
- ↑ 2.0 2.1 Силуанов Антон Германович. comnarcon.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-05. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
- ↑ Силуанов, Алексей Германович. Бюджетная политика государства в условиях перехода крыночным отношениям: На примере Российской Федерации: диссертация … кандидата экономических наук : 08.00.10. — Москва, 1994. — 139 с.
- ↑ Медведев назначил Антона Силуанова министром финансов / РИА Новости
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 16 декабря 2011 года № 1630
- ↑ Силуанов, Антон Германович. Межбюджетные отношения в условиях развития федерализма в России: автореферат дис. … доктора экономических наук: 08.00.10 / Силуанов Антон Германович; [Место защиты: Рос. акад. нар. хоз-ва и гос. службы при Президенте РФ]. — Москва, 2012. — 42 с.
- ↑ «Ведомости»: Силуанов и Улюкаев войдут в набсоветы Сбербанка и ВТБ.
- ↑ Ведомости (2017-04-06). „Медведев утвердил директиву об избрании Силуанова председателем наблюдательного совета ВТБ“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-06. ციტირების თარიღი: 2017-04-06.
- ↑ Kremlin.ru. „Рабочая встреча с Председателем Правительства Дмитрием Медведевым“ (რუსული).
- ↑ Из декларации Силуанова исчезла информация о супруге. РБК (2016-04-15).
- ↑ Силуанов, Антон Германович. Министр финансов РФ. ТАСС (2017).
- ↑ 18-летний сын министра финансов Силуанова попал в ДТП на мотоцикле. КП (2017-09-04).
- ↑ Силуанов, Антон. Министр финансов РФ. Lenta.ru (2013-01-01).