ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანტიოქე მკურნალიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 16 ივლისი, ახალი სტილით - 29 ივლისი.

ცხოვრება

რედაქტირება

წმინდა მოწამე ანტიოქე სებასტიელი მკურნალი იყო. იგი ქრისტიანობაზე ძმამ - წმინდა პლატონმა (ხს. 1 დეკემბერს) მოაქცია. როცა წარმართებმა შეიტყვეს, რომ ანტიოქე ჯვარცმული ღმერთის მოსავი იყო, სამსჯავროზე უხმეს და საშინლად აწამეს. მტარვალებმა მდუღარე წყალში ჩააგდეს ნეტარი, მაგრამ უვნებელი დარჩა; მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ისინიც თვინიერად გაუწვნენ ფეხთით... მოწამის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა, ბოლოს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს უფლის რჩეულს.

ანტიოქე მკურნალის სიკვდილით დასჯის მონაწილე - მხედარი კვირიაკე შეძრა წმინდა მარტვილის ახოვნებამ, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება. ამისთვის მასაც თავი მოჰკვეთეს (IV). წმინდა მოწამეები გვერდიგვერდ დაკრძალეს.

ლიტერატურა

რედაქტირება

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.