ანრი ფრანსუა ან დე რუსელი

ანრი ფრანსუა ან დე რუსელი (ფრანგ. Henri François Anne de Roussel; დ. 11 ივლისი, 1748 — გ. 12 თებერვალი, 1812) — ფრანგი ბოტანიკოსი და მიკოლოგი, კანის უნივერსიტეტის პროფესორი.

ანრი ფრანსუა ან დე რუსელი
ფრანგ. Henri-François-Anne de Roussel
დაბ. თარიღი 11 ივლისი, 1748(1748-07-11)
დაბ. ადგილი სენ-ბომე-ლე-ფორჟში
გარდ. თარიღი 12 თებერვალი, 1812(1812-02-12) (63 წლის)
გარდ. ადგილი კანი
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ბოტანიკოსი, მიკოლოგი და ექიმი
ალმა-მატერი კაენ-ნორმანდიის უნივერსიტეტი

მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Roussel.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიაბადა 1748 წლის 11 ივლისს სენ-ბომე-ლე-ფორჟში, ორნის დეპარტამენტში.

ექიმობას სწავლობდა კანში (ნორმანდია). 1767 წელს მაგისტრის ხარისხს დაეუფლა. 1771 ან 1772 წელს, რუსელმა მედიცინის დოქტორის წოდება მიიღო. შემდგომში კანის უნივერსიტეტში ასწავლიდა. 1773 წელს დაინიშნა კანის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორად. 1778 წელს აირჩიეს კანის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის წევრად. 1786-1797 წლებში და 1801-1812 წლებში მუშაობდა კანის ბოტანიკური ბაღის დირექტორად. 1801 წელს დაინიშნა ბოტანიკის პროფესორად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ანრი ფრანსუა ან დე რუსელი გარდაიცვალა 1812 წლის 12 თებერვალს კანში.

რუსელის მიერ შეგროვებული სოკოებისა და მცენარეების ჰერბარიუმის ნიმუშები ინახება კანის უნივერსიტეტის ჰერბარიუმში. ზოგიერთი ნიმუშები ინახება დუბლინის ბოტანიკური ბაღის ჰერბარიუმში.

მნიშვნელოვანი ნაშრომები

რედაქტირება
  • Roussel, H.-F.-A. de (1792). Tableau des plantes usuelles. 175 p.
  • Roussel, H.-F.-A. de (1795—1796). Flore du Calvados. ed. 1. 268 p.
  • Roussel, H.-F.-A. de (1806). Flora du Calvados. ed. 2. 372 p.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Lange, M. Notice sur H.-F.-A. Deroussel. — Caen, 1812. — 24 p.
  • Stafleu, F.A., Cowan, R.S. Taxonomic Literature. — Utrecht: Bohn, Scheltema & Holkema, 1983. — Vol. 4. — P. 943—944.
  • Barnhart, J.H. Bibliographical Notes Upon Botanists. — Vol. 3. — P. 185.