ანვარ ჰასანოვი (დ. 17 აგვისტო, 1950, ბაქო) — აზერბაიჯანელი მსახიობი,[1] რეჟისორი,[1] აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2018), აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინდივიდუალური პენსიონერი (2023 წლიდან).

ანვარ ჰასანოვი
დაბადების თარიღი 17 აგვისტო 1950
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ

ბიოგრაფია რედაქტირება

ანვარ ჰასანოვი დაიბადა 1950 წლის 17 აგვისტოს ბაქოში.[2] ანვარი, რომელიც მე-7 კლასამდე სწავლობდა 190-ე სკოლაში, შემდეგ გადავიდა მუშათა ახალგაზრდულ სკოლაში. ამის მიზეზი ის იყო, რომ 1965 წელს ჩააბარა ადილ ისკენდეროვის მიერ გახსნილ კინომსახიობთა კურსზე ჯაფარ ჯაბარლის სახელობის კინოსტუდიაში „აზერბაიჯანფილმი“.[3] 1969 წელს დაამთავრა კინომსახიობის კურსი. 1969-1973 წლებში სწავლობდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კინოსა და დრამის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1965 წლიდან მუშაობს კინოსტუდიაში „აზერბაიჯანფილმი“. ანვარ ჰასაოვმა კინოში მსახიობობა პატარა ასაკიდან დაიწყო. მან მეუღლესთან, მსახიობ მომუნატ გურბანოვასთან ერთად ითამაშა ფილმებში „დარვიში აფეთქებს პარიზს“ და „უნაგირები ცხენებს“. რეჟისორის რანგში გადაიღო დოკუმენტური ფილმი ხოჯალიზე, ასევე ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევზე. 2000 წლის 18 დეკემბერს მიენიჭა აზერბაიჯანის სახალხო არტისტის საპატიო წოდება, ხოლო 2018 წლის 1-ლ აგვისტოს აზერბაიჯანული კინოხელოვნების განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის.[4] 2023 წლის 6 მაისს მიენიჭა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირადი სტიპენდია აზერბაიჯანული კულტურის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Məhərrəmova T. "Yenə əvvəlki günlərin qayıtmasını istəyirəm": Ənvər Həsənov, aktyor-rejissor: "Ümidsiz yaşamağın mənası yoxdur"//Kaspi.- 2008.- 23 may.- S. 12.
  2. Aktyorun yubileyi: "Azərbaycanfilm" Ənvər Həsənovun 65 illiyini qeyd etdi //Ekspress.- 2015.- 20 avqust.- S.13.
  3. "Kinoaktyor studiyasının fəaliyyəti (1966–1974)". Azərbaycan Respublikası Mədəniyyət Nazirliyi. C. Cabbarlı adına "Azərbaycanfilm" kinostudiyası. Aydın Kazımzadə. Bizim "Azərbaycanfilm". 1923–2003-cü illər. Bakı: Mütərcim, 2004.- səh. 169.
  4. Azərbaycan Respublikasının kino xadimlərinə fəxri adların verilməsi haqqında AZƏRBAYCAN RESPUBLİKASI PREZİDENTİNİN FƏRMANI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-11. ციტირების თარიღი: 2014-03-29