ანდრომედე (მითოლოგია)
(გადამისამართდა გვერდიდან ანდრომედა)
ანდრომედე[1] (ძვ. ბერძნ. Ἀνδρομέδη, Ἀνδρομέδα) — ძველბერძნულ მითოლოგიაში[2] ეთიოპიის მეფის, კეფეოსის და, მისი ცოლის, კასიოპეს ასული.[3]. ანდრომედემ თავისი სილამაზით განარისხა პოსეიდონის ქვეშევრდომები — ნერეიდები, რომლებმაც პოსეიდონს მიმართეს და მან ეთიოპიას გველეშაპი მიუსია. გველეშაპის მოშორების ერთადერთი პირობა იყო მისთვის ანდრომედეს შეწირვა. ანდრომედე კლდეს მიაჯაჭვეს და გველეშაპს დაუტოვეს; მეფის ასული გადაარჩინა პერსევსმა, რომელიც მფრინავი სანდლებით შინ ბრუნდებოდა. მან გველეშაპს მედუზა გორგონას თავი უჩვენა და გაქვავებული ურჩხული წყალში ჩავარდა.
სქოლიო
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: