ანდრია გაბუნია
ანდრია გაბუნია (დ. 18 ივლისი, 1907, ფოთი — გ. 31 იანვარი, 1969) — ქართველი ინჟინერი, ჰიდროტექნიკოსი, კოლხეთის ჭაობის ამოშრობის ხელმძღვანელი.
1932 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
1934–1938 წლებში იყო „კოლხეთმშენის“ მთავარი ინჟინერი; 1939–1940 წლებში საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის წყალთა მეურნეობის სამმართველოს ინჟინერი; 1941–1943 წლებში წყალთა მეურნეობის კომისრის მოადგილე; 1943–1945 წლებში ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1945–1949 წლებში „კოლხეთმშენის“ უფროსი; 1949–1956 წლებში სამგორის სარწყავი სისტემების მშენებლობის უფროსი და თბილისის წყალსაცავის „თბილისის ზღვის“ მშენებლობის ხელმძღვანელი. 1956 წლიდან იყო საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრის მოადგილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს II და III მოწვევის დეპუტატი.
მიღებული აქვს საპატიო ნიშნის და შრომის წითელი დროშის ორდენები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანდრია გაბუნია ბიოგრაფიული ლექსიკონი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა