სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

ანდრია ივანეს ძე აბაშიძე (დ. 15 დეკემბერი [ძვ. სტ. 2 დეკემბერი], 1914, მოსკოვი — გ. 26 იანვარი, 1992, თბილისი) — ქართველი მეცნიერი სამშენებლო ტექნიკის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1967), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1974).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1940 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1941–1947 წლებში მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში; 1947 წლიდან — თბილისის ჰიდროტექნიკური და ენერგეტიკულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1958 წლიდან საქართველოს ენერგეტიკული და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნაგებობათა დინამიკის განყოფილების გამგედ.

აბაშიძის შრომები ეხება ნაგებობათა გამოცდის თეორიის საკითხებს. აბაშიძემ შექმნა ტურბოგენერატორებისათვის განკუთვნილი ასაწყობი საძირკველის რკინაბეტონის კონსტრუქციები, ტურბოაგრეგატის ლითონის საძირკველი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება