ანდრეული შავი
ადრეული შავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
ამპელოგრაფიული ნიშნებით ძალიან ჰგავს ანდრეულ ვარდისფერს.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, შავი ფერის. მკვრივკანიანია, რბილობი ხორციანი და წვნიანი აქვს. წვენი უფერულია, გემო — სასიამოვნო, ხილის არომატით.
ანდრეული შავი საშუალო ზრდისაა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 176 დღეა. მტევნის საშუალო წონა 300 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 17.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.9 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის მშრალი წითელი ღვინო. გამოიყენება საკუპაჟე მასალად და საბრენდე სპირტის მისაღებად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 36