ანდრეული თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად საშუალოდაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრული ფორმის. კუმსია ან საშუალო სიკუმსის. აქვს თხელი მტევვნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ან მომრგვალო, თეთრი — ოქროსფერი ელფერით. მარცვლის კანი თხელია, შავწერტილებიანი, ცვილისებრი ნაფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, გემო — სასიამოვნო.

ანდრეული თეთრი საშუალო ზრდისაა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 169 დღეა, მტევნის საშუალო წონა 180 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 6.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.6 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო, რომელიც დაბალხარისხიანია და ნაკლებექსტრაქტული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 34-35