ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანდრეი გენადის ძე კირილენკო (რუს. Андрей Геннадьевич Кириленко; დ. 18 თებერვალი, 1981, იჟევსკი, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი) — რუსი კარიერადასრულებული პროფესიონალური კალათბურთის მოთამაშე. ამჟამად არის კომისარი რუსეთის საკალათბურთი ფედერაციაში.

ანდრეი კირილენკო

კირილენკო რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2011 წელს
№ 47
ფორვარდი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 18 თებერვალი, 1981 (1981-02-18) (43 წლის)
იჟევსკი, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 206 სმ
წონა 107 კგ
კარიერა
NBA-ის დრაფტი 1999 / რაუნდი: 1 / არჩევა: 24-ე
არჩეული იუტა ჯაზი
პროფესიონალური კარიერა 1997–2015
კარიერის ისტორია
1997 - 1998 სპარტაკ სანქტ-პეტერბურგი
1998 - 2001 ცსკა მოსკოვი
2001 - 2011 იუტა ჯაზი
2011 - 2012 ცსკა მოსკოვი
2012 - 2013 მინესოტა ტიმბერვულვზი
2013 - 2014 ბრუკლინ ნეთსი
2015 ცსკა მოსკოვი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები
სტატისტიკა NBA.com-ზე

ანდრეი კირილენკომ პროფესიონალური კალათბურთის თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო; პირველად თამაშობდა რუსეთის საკალათბურთო სუპერლიგაში. 1998-2001 წლების განმავლობაში იგი ცსკა მოსკოვში თამაშობდა; 2000 წელს მოიგო რუსეთის ლიგის MVP. 2001 წელს კირილენკო შეუერთდა იუტა ჯაზს, გუნდს რომელმაც იგი 1999 წლის NBA-ის დრაფზე 24-ე პიკად აირჩია. იგი გახდა პირველი რუსი მოთამაშე რომელიც NBA-ის დრაფტის პირველ რაუნდში აირჩიეს; აგრეთვე გახდა ევროპის ყველაზე ახალგაზრდა დრაფტზე არჩეული მოთამაშე. პირველ სეზონში NBA-ის ახალბედების პირველ გუნდში მოხვდა; კარიერის განმავლობაში NBA-ის ყველა-მცველის გუნდში სამჯერ, ხოლო All-Star-ზე (2004) ერთჯერ მოხვდა. 2011 წლის NBA-ის ლოკაუტის დროს, კირილენკომ კიდევ ერთი წელი გაატარა ცსკა მოსკოვში, სადაც გუნდს 2012 წლის ევროლიგის ფინალისკენ გაუძღვა. ამავე წელს, კირილენკო იყო ევროლიგის ყველაზე ღირებული მოთამაშის ტიტულის მიღების ნომინანტი, აგრეთვე ამავე წელს მოხვდა ევროლიგის წლის საუკეთესო ხუთეულში და გახდა ევროლიგის წლის დამცველი.[1]

2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ კირილენკო რუსეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები რეგულარული წევრი იყო. რუსეთის ნაკრებთან ერთად მან მოიგო ევრობასკეტი 2007 და ამავე ღონისძიების MVP ჯილდოც მიიღო. 2011 წელს მოიგო მეორე ევრობასკეტის ტიტული (ამჯერად ბრინჯაოს მედალი). ორივე ტურნირში მონაწილეობისას მოხვდა ტურნირის საუკეთესო ხუთეულში. კირილენკო ფიბა ევროპის კაც წლის მოთამაშეც ორჯერ დასახელდა, ხოლო ეუროსკარის წლის მოთამაშის ჯილდო 2012 წელს მოიგო.

ადრეული წლები

რედაქტირება

ანდრეი კირილენკო დაიბადა 1981 წლის 18 თებერვალს, საბჭოთა ქალაქ იჟევსკში, რუსეთში.[2] მოწესრიგებული კალათბურთის თამაში 10 წლის ასაკში დაიწყო. 1997 წელს კირილენკო გახდა ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც რუსეთის საკალათბურთო სუპერლიგაში უთამაშია. მას შემდეგ, რაც სპარტაკ სანქტ-პეტერბურგში ორი სეზონი გაატარა, 1998 წელს ცსკა მოსკოვს შეუერთდა. პირველივე სეზონში იგი ახალ გუნდს რუსეთის ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.[3] აგრეთვე იგი აირჩიეს რუსეთის All-Star game-ში, სადაც დასავლეთის ნაკრებს მოწინააღმდეგის ანგარიშით 138-107 დამარცხებაში დაეხმარა; აღნიშნულ სეზონში მოიგო ჩატენვების კონკურსიც.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კირილენკო დაქორწინებულია რუს პოპ-მომღერალ მაშა „მარინა“ ლოპატოვაზე, რომლის სასცენო სახელია მალო. ლოპატოვა არის რუსი კალათბურთის მოთამაშის, ანდრეი ლოპატოვის ქალიშვილი. კირილენკო ლოპატოვას ახალგაზრდულ საკალათბურთი ბანაკში (მოსკოვში) შეხვდა და კირილენკო გამოჩნდა ლოპატოვას ერთ-ერთ მუსიკალურ ვიდეოში.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. KIRILENKO, ANDREI – Euroleague.net
  2. Andrei Kirilenko. NBA. ციტირების თარიღი: February 22, 2011.
  3. Nielsen, Chad. (March 13, 2006) Perfect fit. ESPN The Magazine. ციტირების თარიღი: February 22, 2011.
  4. "Sports Beat", Sports Illustrated 98 (3), January 27, 2003, http://sportsillustrated.cnn.com/vault/article/magazine/MAG1143061/index.htm დაარქივებული November 4, 2012[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები