ანდრეევის მონასტერი

ანდრეევის მონასტერი (რუს. Андреевский монастырь) — მამათა სტავროპიგიალური მართლმადიდებლური მონასტერი მოსკოვში. მონასტერი დაარსებულია XVII საუკუნეში.

ანდრეევის მონასტერი
ანდრეევის მონასტერი — რუსეთი
ანდრეევის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°42′42″ ჩ. გ. 37°34′30″ ა. გ. / 55.71167° ჩ. გ. 37.57500° ა. გ. / 55.71167; 37.57500
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მამათა სტავროპიგიალური მონასტერი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7736466000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

მონასტერი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

მამათა მონასტრის დაარსების შესახებ გადმოეცემები უკავშირდება XIII საუკუნეს, მაგრამ ყველაზე ადრეული ისტორიული წყარო, რომელშიც მონასტერი მოიხსენიება მიეკუთვნება XVII საუკუნეს. ძმებმა ხოლმოგოროვებმა აღმოაჩინეს მთელ რიგი დოკუმენტები, რომელთა შორის ყველაზე ადრეული მიეკუთვნება 1625 წელს. მონასტრის დაარსება მიეწერება XVII საუკუნის ცნობილ რუს მეცენატსა და განმანათლებელს, მეფე ალექსი მიხეილს ძის მეგობარს ფიოდორ რტიშჩევს.

მონასტერში ცხოვრობდა 30 ბერი, გამოგზავნილი რტიშჩევის მერ ჯერ კიდევ 1646-1647 წლებში მალოროსიის მონასტრებიდან.

1649 წელს მონასტერში მიიწვიეს არსენი სატანოვსკი და ეპიფანე სლავინეცკი, ხოლო 1650 წელს დამასკინ პტიცკი. 1652 წელ მონასტერში დასახლდნენ კიეველი მგალობლები კომპოზიტორ ფიოდორ ტერნოპოლსკის ხელმძღვანელობით. სასწავლებლის გახსნა მოხდა 1652 წელს.

1650 წელს ანდრეევის მონასტერს დროებით შეუერთდა (1678 წლამდე) დონის მონასტერი, რომელშიც ამ პერიოდისათვის რვა ბერი ცხოვრობდა. 1682 წელს თავად ანდრეევის მონასტერი მიაწერეს ზაიკონოსპასკის მონასტერს.

1722 წელს იღუმენმა ფილარეტმა მოითხოვა მონასტრისათვის მიწების დაბრუნება, მაგრამ 1724 წელს პეტრე I დიდის ბრძანებით იღუმენი გადაიყვანეს დონის მონასტერში, ხოლო გაუქმებუულ მონასტერში განათავსეს უსახლკარო ბავშვთა თავშესაფარი, რომელიც 1731 წელს დაიხურა. 1730 წლამდე აქვე მოქმედებდა ასევე ციხე. 1764 წელს მონასტერი გააუქმეს და მის ადგილზე თავშესაფარი მოაწყვეს.

1771 წლის ეპიდემიის პერიოდში ანდრეევის მონასტრის ტერიტორიაზე მოაწყეს სასაფლაო. აქ კრძალავდნენ ისეთი ცნობილი გვარის წარმომადგენლებს, როგორებიცაა პლეშჩეევები, შჩერბატოვები, შერემეტევები, მაშკოვები, ლარიონოვები და სხვა. სასაფლაო გაანადგურეს XX საუკუნის 20-40-იან წლებში.

1806 წელს აქ გახსნეს თავშესაფარი მოხუცებისა და ინვალიდებისათვის, რის გამოც ხელახლა ააშენეს საცხოვრებელი კორპუსები. 1812 წლის შემდეგ თავშესაფრის შენობაში დროებით გადაიტანეს კომერციული სასწავლებელი, რომელიც აქ იყო განთავსებული 1815 წლის 12 დეკემბრამდე.

1918 წელს შენობაში განათავსეს მოსკოვის ფაბრიკის სახლი-კომუნა. 1923 წელს ზამოსკვორეჩიეს რაიონული საბჭოს დადგენილებით ანდრია სტრატილაგის სახელობის ეკლესია დახურეს. 1925 წელს აღდგომის ტაძარში მოაწყვეს კლუბი.

1991 წლის 14 აგვისტოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ბრძანებით ყოფილი ანდრეევის მონასტრის ქრისტეს აღდგომის ტაძარში გაიხსნა საპატრიარქო მეტოქი, სადაც გადაიტანეს დანილოვის მონასტრის სინოდალური ბიბლიოთეკა. მეტოქის წინამძღვრად დანიშნეს სინოდალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი დეკანოზი ბორის დანილენკო.

1993 წლის 1 სექტემბერს ყოფილ ანდრეევის მონასტერს პირველად ესტუმრა პატრიარქი კირილე II. 1996 წლის 17 დეკემბრის № 1004 გადაწყვეტილებით, მოსკოვის მთავრობამ ყოფილი მონასტერი მთლიანად დაუბრუნა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

2013 წლის 16 ივლისის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ყოფილი ანდრეევის მონასტერი გადაკეთდა ანდრეევის სტრვროპიგიალურ მამათა მონასტრად. მონასტრის წინამძღვარი გახდა ეპისკოპოსი თეოფილაქტე (მოისეევი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Андреевский в Пленицах-Преображенский монастырь // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Власов П. В. Обитель милосердия. — М.: Московский рабочий, 1991. — 304, [32] с. — 15 000 экз. — ISBN 5-239-00760-8. (обл.)
  • Иванов О. А. К истории Андреевского монастыря // Московский журнал. — 2007. — № 7. — С. 44—55. — ISSN 0868-7110.
  • Бураков Ю. Н. Андреевский // Под сенью монастырей московских. — М.: Московский рабочий, 1991. — С. 129—140. — 288, [16] с. — 50 000 экз. — ISBN 5-239-01172-9 (обл.).
  • В . С . Румянцева, прот. Борис Даниленко. Андреевский монастырь в Пленницах // Православная энциклопедия. — М. : Церковно-научный центр «Православная энциклопедия», 2001. — Т. II. — С. 350—351. — 752 с. — 40 000 экз. — ISBN 5-89572-007-2.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება