ანდრანიკ აკობიანი

ანდრანიკ აკობიანი (სომხ. Անդրանիկ Հակոբյան; დ. 6 ოქტომბერი, 1981, ვაღარშაპატი, სომხეთის სსრ) — სომხური წარმოშობის შვეიცარიელი მოკრივე. მსოფლიო თასის გამარჯვებული, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილე.

ანდრანიკ აკობიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 6 ოქტომბერი, 1981(1981-10-06) (43 წლის)
დაბ. ადგილი ვაღარშაპატი
სიმაღლე 185
ქვეყანა სომხეთი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანდრანიკ აკობიანი დაიბადა 1981 წლის 6 ოქტომბერს, სომხეთის სსრ-ის (ამჟამად სომხეთი) ქალაქ ვაღარშაპატში. აკობიანმა მონაწილეობა მიიღო პეკინში, ჩინეთში გამართულ 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ოლიმპიური ტურნირის პირველ წრეში დაამარცხა განელი მოკრივე აჰმედ სარაკუ, ანგარიშით 14:8. მეორეში კი უზბეკ ელშოდ რასულოვთან.[1][2] 2008 წლის ბოლოს ანდრანიკმა მიიღო უფლება ეასპარეზა მოსკოვში 2008 წლის კრივის მსოფლიო თასზე. ტურნირზე ყველა წონით კატეგორიაში საუკეთესო მოყვარული მოკრივეები შეიკრიბნენ. აკობიანმა შეძლო გამოეჩინა მთელი თავისი შესაძლებლობები და მოიგო თასი საშუალო წონაში (75 კგ). მეოთხეფინალში დამაჯერებლად დაამარცხა სამხრეთ კორეის წარმომადგენელი ჩო-დეოკ ჯინი, ანგარიშით 19:4. ნახევარფინალში მისი მეტოქე იყო უზბეკი ელშად რასულოვი, რომელიც დამაჯერებლად, ანგარიშით 12:2 დაამარცხა. ფინალში მისი მეტოქე იყო ვენესუელელი ალფონსო ბლანკო, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 10:9 დაამარცხა.[3]

აკობიანი 2009 წლის მოყვარულთა კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც იტალიაში, მილანში გაიმართა, ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1/32 ფინალში დაამარცხა ერაყელი ვაჰიდ აბდერეჰდა, ანგარიშით 13:6. 1/16 ფინალში დაამარცხა შვედი ნაიმ ტერბუნია, ანგარიშით 15:11. 1/8 ფინალში დაამარცხა ირლანდიელი დარენ ო'ნეილი. მეოთხედფინალში დამაჯერებლად დაამარცხა მოლდოველი ვიკტორ კოტიუჟანში. ანგარიშით 8:1. ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ვენესუელელი ალფონსო ბლანკო, ანგარიშით 4:3. ფინალში დამარცხდა უზბეკ აბოს ატოევთან, ანგარიშით 0:9.[4] 2010 წელს აკობიანი გახდა სომხეთის ჩემპიონი. ფინალში დაამარცხა არტურ ულიხანიანი.[5] მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა, მისი გამოსვლა მაინც არ გამოდგა საკმარისად კარგი 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე კვალიფიკაციისთვის, სადაც მან ვერ შეძლო მედლის მოპოვება 1/32 ფინალში დამარცხდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელ ტერელ გაუშასთან.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 29.Olympic Games - Beijing, China - August 9-24 2008. amateur-boxing.strefa.pl. ციტირების თარიღი: 14 February 2013
  2. Andranik Hakobyan. results.beijing2008.cn. ციტირების თარიღი: 14 February 2013
  3. World Cup - Moscow, Russia - December 10-14 2008. amateur-boxing.strefa.pl. ციტირების თარიღი: 14 February 2013
  4. 15.World Championships - Milan, Italy - September 1-12 2009. www.amateur-boxing.strefa.pl. ციტირების თარიღი: 14 February 2013
  5. Armenian Nationals Championships - Erevan - January 25-31 2010. amateur-boxing.strefa.pl. ციტირების თარიღი: 15 February 2013
  6. panarmenian.net